RTL.de : რუმენიგე ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » RTL.de : რუმენიგე ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს

RTL.de : რუმენიგე ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს

30-07-2018, 10:18 -ss- სიახლეები 0

RTL.de : რუმენიგე ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, გამოცემა RTL-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს და იმ მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც, 29 წლის უკანახაზელს "რეკორდმაისტერის" დატოვება სურს. შეგახსენებთ, დასავლურ პრესაში სულ უფრო აქტიურად განიხილება, ჟერომ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერი. სხვადასხვა გამოცემის მტკიცებით, აღნშნული ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ დაინტერესებას, "პარი სენ-ჟერმენი" იჩენს.

"გასული საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, ჟერომმა თავისი აგენტის მეშვეობით, კლუბის ხელმძღვანელობას შეგვატყობინა, რომ სურს ახალი გამოწვევების მიღება, მანამ სანამ საკუთარ პროფესიონალურ კარიერას დაასრულებს. მაშინ მე მას ვუთხარი, რომ თუკი რომელიმე გუნდი, "ბაიერნისათვის" საინტერესო სატრანსფერო თანახას გადაიხდიდა, ჩვენი მხრიდან მზად ვიყავით ხსენებული მოლაპარაკებების დასაწყებად."

"რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენის ინტერესს აღნიშნული ფეხბურთელის მიმართ, გეტყვით რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ამ დრომდე არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბოატენგის აგენტი "პსჟ"-ეს ხელმძღვანელობასთან კავშირზეა, ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული ."— აცხადებს ბავარიელთა ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან საუბრისას.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.