» » კოვაჩი : ლევანდოვსკი "ბავარიაში" რჩება

კოვაჩი : ლევანდოვსკი "ბავარიაში" რჩება

30-07-2018, 10:55 -ss- სიახლეები 0

კოვაჩი : ლევანდოვსკი
მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "ბაიერნის" პოლონელი გოლიადორის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხსენებული შემტევი მომავალ საფეხბურთო სეზონსაც - გერმანული გრანდის რიგებში გაატარებს. შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ესპანური გამოცემები ხშირად წერდნენ იმის შესახებ, რომ რობერტს "ბაიერნის" დატოვება და მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.

"ნათელია, რომ ლევანდოვსკი ბაიერნს არ დატოვებს. იგი უმაღლესი კლასის ფორვარდია, სწორედ ამიტომ ჩვენ მისი გაყიდვა არ გვსურს. ბავარიას შეუძლია, რობერტთან ერთად ბევრ რამეს მიაღწიოს. ის შესანიშნავი თავდამსხმელია, რომელსაც გამუდმებით გააქვს გოლები მეტოქეთა კარში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საფეხბურთო სეზონში მისი სტატისტიკური მონაგარი, კვლავ უმაღლეს ნიშნულზე დარჩება. მას თავის ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ასე რომ იგი რჩება."-ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს გამოცემა Sky Germany

ზემოხსენებული ხელშეკრულების თანახმად, 29 წლის მოიერიშემ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა იასპარეზოს. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.