ხელმძღვანელობა კმაყოფილია ! » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ხელმძღვანელობა კმაყოფილია !

ხელმძღვანელობა კმაყოფილია !

30-07-2018, 13:56 -ss- სიახლეები 0

ხელმძღვანელობა კმაყოფილია !
როდესაც მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები, მაიამიში მდებარე "ჰარდ როკ არენის" მწვანე საფარზე გავიდნენ, ტრიბუნები მხურვალე აპლოდისმენტებმა და ხმამაღალმა შეძახილებმა მოიცვა. ეს მოვლენა კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე Audi Summer Tour 2018-ის ფარგლებში ბავარიული გუნდის მონაწილეობა, კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი გახლდათ. "ჩვენ აქ გულანთებული ქომაგი დაგვხვდა, რომელიც ბედნიერი იყო ცოცხალი ფეხბურთელების ხილვით. ეს სუპერ ტურნე იყო. ჩვენ შესანიშნავ პირობებში ვარჯიშობდით და აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, დასახულ მიზანს მივაღწიეთ."-აღნიშნავდა ბაიერნის საერთაშორისო საქმეთა ხელმძღვანელი იორგ ვაკერი. "ეს ბრწყინვალე მოგზაურობა გახლდათ."-მოკლედ დასძინა კარლ-ჰაინც რუმენიგემაც.


მცირე მოგზაურობა, მრავალი დასკვნა


გერმანიის "რეკორდმაისტერი" 8 დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. გუნდმა მოინახულა ფილადელფია და მაიამი. "ჩვენ ყველაფერი სწორად განვსაზღვრეთ. თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ მხოლოდ ორ ქალაქში გავჩერებულიყავით და ეს ბრწყინვალე გადაწყვეტილება იყო. ფილადელფია, ეს გერმანული ფესვების მქონე ქალაქია, ხოლო მაიამი - სამხრეთ ამერიკის კარიბჭე. აქ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. "-აღნიშნავდნენ მიუნხენური კლუბის ბოსები.

ზემოხსენებული ტურნეს ეგიდით გამართული შეხვედრების პარალელურად, გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა საქმიან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა. კარლ-ჰაინც რუმენიგე და კომპანია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის და ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს სტუმრობდა. მხარებმა მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მრავალი იდეა გაცვალეს.

მომავალი წლის გეგმები


მიუხედავად იმისა, რომ "ბავარია" ორივე ამხანაგურ მატჩში დამარცხდა, კლუბმა საჭირო დასკვნების გამოტანა მაინც შეძლო. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი გუნდის დირექციაში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. "ჩვენ ვფიქრობთ იმის თაობაზე, თუ რამდენად მართებულია ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ბაზარს ვეწვოთ. ამის შესახებ ვმსჯელობთ."-აღნიშნა ვაკერმა.

ხელმძღვანელობა კმაყოფილია !

ხელმძღვანელობა კმაყოფილია !
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.