» » კოვაჩი: "კაპიტანი კვლავ ნოიერი იქნება"

კოვაჩი: "კაპიტანი კვლავ ნოიერი იქნება"

30-07-2018, 17:40 kimmich სიახლეები 0

კოვაჩი:
ლეგენდარული ფილიპ ლამის კარიერის დასრულების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერის" კაპიტნად მანუელ ნოიერი იქნა არჩეული. გერმანელ მეკარეს ტრავმის გამო ფაქტიურად მთელი წინა სეზონი გაუცდა, ამიტომ კაპიტნის სამკლაური ტომას მიულერმა მოირგო. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ პირველი კაპიტანი მომდევნო სეზნოში ტომას მიულერი გახდებოდა, რასთან დაკავშირებითაც ნიკო კოვაჩმა კომენტარი გააკეთა.

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, განაცხადა რომ "ბავარიელთა" კაპიტანი ისევ მანუელ ნოიერი იქნება. რაც შეეხება ტომას მიულერს ის ვიცე კაპიტნად რჩება გუნდში. ამ საკითხთან დაკავშირებით ხორვატმა სპეციალისტმა "kicker"-თან ისაუბრა.

"გუნდში ამ მხვრივ არაფერი შეიცვლება, რეალურად ჩვენ გუნდს თერთმეტივე ფეხბურთელმა შეუძლია უკაპიტნოს. გუნდში ყველამ იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ჩვენთვის. ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, ყველა კაპიტანია ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ მათ სამკლაური არ აქვთ".

"ბაიერნის" კაპიტანი მომდევნო სეზონშიც მანუელ ნოიერი იქნება. ტომას მიულერი კი ვიცე კაპიტნად დარჩება ჩვენს გუნდში" - განაცხადა ნიკო კოვაჩმა - სპორტული ინტერნეტ-გამოცემა "kicker" - თან საუბრისას.

2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.