» » კოვაჩი : დიდი სამუშაო გავწიეთ

კოვაჩი : დიდი სამუშაო გავწიეთ

31-07-2018, 11:40 -ss- სიახლეები 0

კოვაჩი : დიდი სამუშაო გავწიეთ
ორი ქალაქი, ორი ამხანაგური მატჩი, რვა სავარჯიშო სესია და უამრავი დადებითი ემოცია. მიუნხენის "ბაიერნის" რვადღიანი ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში - დასრულებულია. ორშაბათს დილით "ბავარიელთა" თვითმფრინავი მშობლიური ქალაქის აეროპორტში დაეშვა. უკან კი ზღვა შთაბეჭდილებები დარჩა, რომელიც უკავშირდებოდა მოგზაურობას, გულშემატკივრებთან შეხვედრას, პრესის წარმომადგენლებთან გასაუბრებას და ა.შ

მიუხედვად იმისა, რომ "რეკორდმაისტერი" Audi Summer Tour 2018-ის ფარგლებში გამართულ ორივე ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა, ნიკო კოვაჩი მაინც კმაყოფილი ჩანდა. " განცდილი მარცხების მიუხედავად, მე მაინც დადებითად შევაფასებდი ტურნეს. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით. ეს დღეები კარგად გამოვიყენეთ და საფეხბურთო ოსტატობის ახალ საფეხურზე ავედით."-აცხადებდა გერმანული გრანდის 46 წლის დამრიგებელი.


გამართული ვარჯიშების პირველი ნაყოფი


არიენ რობენი, რომელიც მანჩესტერ "სიტისთან" გამართულ შეხვედრაში ულამაზესი გატანილი გოლის ავტორად მოგვევლინა, ასევე კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ სიტუაციის ზედმეტი დრამატიზირება არ ღირს. "აქ არაფერია დრამატული, ამ მარცხებში დადებითი მომენტებიცაა, ახლა ჩვენ ვიცით თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. განვლილი კვირის განმავლობაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ, ხოლო მომავალი ვარჯიშები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება."-აღნიშნავდა ვეტერანი გარემარბი.

ნიკო კოვაჩი და არიენ რობენი კმაყოფილები იყვნენ იმითაც, რომ ვარჯიშებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლეს. "ბევრი რამ რაც ჩვენ ვარჯიშებზე დავამუშავეთ, შეხვედრაში გამოვიყენეთ კიდეც"-ამბობს ახალგაზრდა სპეციალისტი. "დიახ, გატანილი გოლი მართლაც რომ მშვენიერი გამოდგა, ზუსტად ისეთი, როგორც ამას ვარჯიშებზე ვაკეთებდით"-დასძინა "მფრინავმა ჰოლანდიელმა"

გენერალური რეპეტიცია


მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, რვადღიანი ტურნეს დასრულების შემდეგ, შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა და შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა - "როდესაც გუნდი უკან იხევდა, უამრავ ინდივიდუალურ შეცდომას ვუშვებდით, რაც საბოლოოდ ჩვენს კარებთან ხიფათს ქმნიდა. ამაზე განსაკუთრებით უნდა ვიმუშავოთ. იყო დადებითი მომენტებიც, როდესაც მთლიანი გუნდი შეიკრიბება, რა თქმა უნდა, სულ სხვა შესაძლებლობებიც გაჩნდება."

პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე, ბავარიულ კლუბს ორი კვირა აქვს დარჩენილი. 12 აგვისტოს, გერმანიის სუპერთასის ეგიდით, "ბაიერნი" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება. გერმანული გრანდი კი გენერალური რეპეტიციის დაწყების მოლოდინშია. "ვიცი რომ ფეხბურთელებს ჯერ საკმარისი ვარჯიშები არ გაუმართავთ, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩვენ ეტაპობრივად გავზრდით დატვირთვებს, ისე რომ სეზონის სტარტს ყველანი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდნენ. მთლიან გუნდთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი."-დაასრულა ბავარიელთა დამრიგებელმა.

კოვაჩი : დიდი სამუშაო გავწიეთ

კოვაჩი : დიდი სამუშაო გავწიეთ

კოვაჩი : დიდი სამუშაო გავწიეთ

კოვაჩი : დიდი სამუშაო გავწიეთ
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.