» » Football Italia: ვიდალი "ინტერს" უახლოვდება

Football Italia: ვიდალი "ინტერს" უახლოვდება

31-07-2018, 19:04 kimmich ტრანსფერები / ჭორები 0

Football Italia: ვიდალი
მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, მილანის "ინტერში" გადადის. როგორც ჩანს ჩილელი ფეხბურთელი ახლოს არის სერია -A -ში დაბრუნებასთან. იტალიური მედიის ინფორმაციით "ბაიერნმა" "ინტერს" მწვანე შუქი აუნთო და მილანურ კლუბს არტუროს შეძენის უფლება მისცა. შეგახსენებთ, 31 წლის ნახევარმცველს "ბავარიასთან" კონტრაქტი 1 წლის შემდეგ ეწურება.

ამერიკაში ყოფნისას, არტურო ვიდალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გერმანული გრანდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე დატოვებდა თუ არა ჩილელი საყრდენი ბავარიულ კლუბს, კალემ შემდეგი პასუხი გასცა: "არტურომ თავად უნდა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ჩვენთან, მას კიდევ 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან. თუ მას სურს კლუბის დატოვება, ჩვენ მას დაველაპარაკებით ამის შესახებ" - განაცხადა რუმინიგემ "kicker"-თან საუბრისას.

გამოცემა Football Italia-ს მტკიცებით, ბაიერნის ცენტრმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ვიდალი წლიური ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს და "ნერაძურის" შემადგენლობაში 3 წლის მანძილზე იასპარეზებს. როგორც წყარო აღნიშნავს, მხარეები არენდის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ხსენებული გარიგების თანახმად "ინტერი" იღებს ვალდებულებას, მომავალ სეზონში ფეხბურთელის შესყიდვა განახორციელოს. სატრანსფერო გარიგების თანხად კი 20-25 მილიონი ევრო სახელდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.