» » რუმენიგე: "ტოპ-დონის ფეხბურთელებს ჩვენ არ ვყიდით"

რუმენიგე: "ტოპ-დონის ფეხბურთელებს ჩვენ არ ვყიდით"

1-08-2018, 03:17 dachi8 სიახლეები 2

რუმენიგე:
“ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს პოლონელ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან გამომშვიდობებას არანაირი თანხის სანაცვლოდ.


„რაც შეეხება რობერტ ლევანდოვსკის, ჩვენ მკაფიო სიგნალი გვინდა გადავცეთ ყველა ადამიანს კლუბში და მის გარეთ: ჩვენ, სხვა კლუბებისგან განსხვავებით, პოზიციას არ შევიცვლით, მაშინაც კი, როდესაც მსხვილ თანხაზეა საუბარი“.

„კარი კვლავ დახურულია. ჩვენ სრულიად კმაყოფილი ვართ მისი თამაშით, მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი ფორვარდის პოზიციაზე, რომელთაც ლევანდოვსკისთან გატოლება შეუძლიათ“.

„ჩვენ არანაირი ინტერესი არ გაგვაჩნია მისი გაყიდვის, მაშინაც კი თუ 100 ან 150 მილიონ ევროს შემოგვთავაზებენ. ტოპ-დონის ფეხბურთელებს ჩვენ არ ვყიდით“, - განაცხადა რუმენიგემ.
1
0

kimmich (1 აგვისტო 2018 22:54)

აბა რა ჭკუა ასწავლეთ ამას და ამოალპეთ სკამზე
0

-ss- (1 აგვისტო 2018 10:15)

მთავარია გულიანად ითამაშოს bayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.