» » Le Parisien: პარიზელები ჟერომს შეუთანხმდნენ

Le Parisien: პარიზელები ჟერომს შეუთანხმდნენ

1-08-2018, 10:40 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

Le Parisien: პარიზელები ჟერომს შეუთანხმდნენ
ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა "პარი სენ-ჟერმენმა", მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ მცველთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, პირადი კონტრაქტის დეტალებზე კონსესუსი შედგა და ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა მზად არის ჟერომ ბოატენგის ტრანსფერისათვის - 35 მილიონი ევრო გაიღოს.

ის, რომ ჟერომ ბოატენგი საკუთარი აგენტის მეშვეობით, ფრანგებთან კავშირზე იყო, სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა ბავარიული კლუბის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. "რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენის ინტერესს აღნიშნული ფეხბურთელის მიმართ, გეტყვით რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ამ დრომდე არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბოატენგის აგენტი "პსჟ"-ეს ხელმძღვანელობასთან კავშირზეა, ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული ." -აღნიშნავდა რუმენიგე RTL-თან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ჟერომ ბოატენგი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2011 წლიდან ირიცხება. მოქმედი კონტრაქტის თანახმად ჟერომმა მიუნხენში 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა იასპარეზოს. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.