ელბერი : სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ელბერი : სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს

ელბერი : სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს

1-08-2018, 11:20 -ss- სიახლეები 0

ელბერი : სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული შემტევი ჯოვანი ელბერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მესუთ ოზილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. შეგახსენებთ, ოზილმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი, რასიზმში დაადანაშაულა და ეროვნული ნაკრების რიგები დატოვა. 29 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ფედერაციის ხელმძღვანელობამ თურქეთის პრეზიდენტთან გადაღებული სამახსოვრო ფოტო არ აპატია.

"არც მე და არც ჩემი ოჯახი, არასდროს არ შევჯახებულვართ რასიზმს. გერმანიაში ჩვენს მიმართ ყველა დიდ პატივისცემას იჩენდა. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ოზილთან მიმართებით საქმე რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს. მას საკუთარი ფესვები გააჩნია, ის პრეზიდენტი კი იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელთანაც მესუთს მჭიდრო კავშირი აქვს. ეს უნდა გავიგოთ. არ შეიძლება სპორტის და პოლიტიკის ერთმანეთში აღრევა. ეს სარგებელს არც ერთ მხარეს არ მოუტანს"-ციტირებს გამოცემა Goal-ი ჯოვანი ელბერის სიტყვებს.

მესუთ ოზილის საქმე დიდი ხანია რაც სპორტის საზღვრებს გაცდა და ლამის საერთაშორისო სკანდალამდეც კი მივიდა. ზემოხსენებულ კაზუსთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ-ტაიპ ერდოღანმაც. "ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, რელიგიურ ნიადაგზე გამჟღავნებული, მსგავსი რასისტული დამოკიდებულება ყოვლად მიუღებელია. მესუთ ოზილი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებდა. მე ამ ფეხბურთელის მადლიერი ვარ და მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ"-აღნიშნა თურქეთის პირველმა პირმა გამოცემა Die Welt-თან საუბრისას.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.