რუმენიგე: "ამ ზაფხულს პავარი "ბავარიაში" არ გადმოვა" » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რუმენიგე: "ამ ზაფხულს პავარი "ბავარიაში" არ გადმოვა"

რუმენიგე: "ამ ზაფხულს პავარი "ბავარიაში" არ გადმოვა"

1-08-2018, 21:44 kimmich სიახლეები 0

რუმენიგე:
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" რიგებში ბენჟამენ პავარის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. ბავარიელთა ხელმძღვანელის განცხადებით, ზემოხსენებულ გარიგებას, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, ადგილი არ ექნება.


"არა, პავარის ტრანსფერი არ იგეგმება. ჩვენ გვყავს, ჰუმელსი, ზულე და მარტინესი. მათ შეუძლიათ დაცვის ცენტრალურ ზონაში ასპარეზობა. გარდა ამისა, არის დავიდ ალაბა და ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი - მაის და რიჩარდსის სახით. ხსენებულ პოზიციაზე მოთამაშეები საკმარისი რაოდენობითაა."-აღნიშნავს რუმენიგე.

შეგახსენებთ, 22 წლის უკანახაზელი საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" შემადგენლობაში 2016 წლიდან ირიცხება. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.