» » რუმენიგე სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

რუმენიგე სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

1-08-2018, 22:56 -ss- სიახლეები 0

რუმენიგე სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს
"რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე, იტალიურ საინფორმაციო გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში, თანამედროვე ფეხბურთში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ფეხბურთელების მაღალ სატრანსფერო ღირებულებას ასახელებს. ბავარიელთა ბოსის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში ბრალეულობა, კონკრეტულ კლუბებს მიუძღვით.


"ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება ასეთი მაღლი, რომ არის ამაში ბრალეულობა "პარი სენ-ჟერმენს" და მანჩესტერ "სიტის" მიუძღვის. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ასპარეზობს მადრიდის "რეალი" ბოლო წლების განმავლობაში - თითქმის ყოვლგვარი დანახარჯის გარეშე. არ დგას იმის აუცილებლობა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებისათვის, გიჟური თანხები გადაიხადო. ჩვენც მსგავსი ფილოსოფიის მიმდევრები ვართ."

„გვარდიოლამ მითხრა, რომ თავიდან ისინი გეგმავდნენ კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელის შეძენას, მაგრამ თავისი გეგმები შეცვალეს,რადგან აღარ სურთ ამ სიგიჟის ნაწილი იყვნენ რაც სატრანსფერო ბაზარზე ხდება. მე ცოტა არ იყოს გაკვირვებული დავრჩი ამის გამგონე, მაგრამ შემდეგ გავიფიქრე, რომ შესანიშნავი იქნებოდა, თუ ეს განცხადება ინგლისის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჭეშმარიტება იქნებოდა“.

"კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი "იუვენტუსში"? ანდრეა ანიელის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით გაოცებული დავრჩი, თუმცა "იუვენტუსისათვის" აღნიშნულ გარიგებას სხვა დატვირთვაც აქვს. იტალიურმა ფეხბურთმა, ბოლო წლების განმავლობაში, პოზიციები დათმო. ჩვენ არასდროს განვახორციელებდით ამხელა თანხის ინვესტირებას 33 წლის ფეხბურთელში."-ციტირებს გამოცემა Football Italia კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.