Kicker: ბარსელონას ვიდალი სურს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » Kicker: ბარსელონას ვიდალი სურს

Kicker: ბარსელონას ვიდალი სურს

2-08-2018, 20:22 kimmich ტრანსფერები / ჭორები 1

Kicker: ბარსელონას ვიდალი სურს
ბოლო პერიოდში პრესა აქტურად აკავშირებდა არტურო ვიდალსა და მილანის "ინტერს" ერთმანეთთან. ზოგმა გამოცემამ ისიც კი დაწერა რომ ჩილელ ნახევარმცველს პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული ჰქონდა და ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება იყო დარჩენილი. როგორც ჩანს ეს ასე არ არის. მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენ ნახევარმცველს, ამჯერად თვალი კატალონიის "ბარსელონამ" დაადგა.

ესპანეთის ჩემპიონი კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნის" 31 წლის ცენტრალური ნახევარმცველით ინტერესდება. გერმანული ავტორიტეტული გამოცემა "Kicker"-იუწყება რომ ესპანელები მზად არიან ჩილელის სანაცვლოდ 30 მილიონი გადაიხადონ. მეორეს მხრივ "ბავარიელებიც" არტუროს სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვენ.

თუმცა, თუ Goal.com-ს დავუჯერებთ კატალონიელები ვიდალში მზად არიან მხოლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ესპანური გამოცემა "Sport" წერს, რომ ჩილელი ნახევარცველი უახლოეს საათებში გაფრინდება კატალონიაში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. წყაროს ინფორმაციით ვიდალს "ბარსელონასთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმებული აქვს და ის მზადაა ესპანეთში გადასასვლელად.

ვიდალი ახლოს იყო იტალიაში დაბრუნებასთან, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის. ვიდალს "ბაიერნთან" კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და არ არის გამორიცხული მან ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს, იმის ფონზე, რომ რეკორდმაისტერში როგორც კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, ნახევარმცველების უმრავლესობაა და რამოდენიმე მათგანთან გამომშვიდობება მოუწევთ.
1
0

dachi8 (3 აგვისტო 2018 00:23)

რეალი მოდრიჩს არ ყიდის და ვიდალიც თუ ვერ დაითრიეს ვიღას ყიდულობენ, მართლა ჩინური გახდა ეს მილანი და ინტერი kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.