» » გორეცკას პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან

გორეცკას პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან

3-08-2018, 10:24 -ss- სიახლეები / მთავარი ამბები 0

გორეცკას პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან
ლეონ გორეცკასათვის, "ბაიერნის" სავარჯიშო კომპლექსზე გატარებული პირველი კვირა, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ფიზიკური მდგრადობის დიაგნოსტიკა, სხვადასხვა ფოტოსესიები, სარეკლამო გადაღებები და რაღა თქმა უნდა, გაუთავებელი ვარჯიშები - თაკარა მზის ქვეშ. ხუთშაბათს "რეკორდმაისტერის" ახალწვეულმა პრესის წარმომადგენლებთან საკუთარი პირველი შეხვედრა გამართა.


"ერთგვარი შიმშილის გრძნობა მაქვს და მსურს ამ გუნდთან ერთად ბევრ რამეს მივაღწიო. პეტერ ჰერმანის მეთვალყურეობის ქვეშ, ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდი. ახლა კი მოხარული ვარ, რომ თანაგუნდელების გაცნობის შესაძლებლობა მომეცა."-აღნიშნავდა ლეონ გორეცკა.


საქმით დამტკიცება


ხსენებული ფეხბუთელი წლების განმავლობაში თამაშობდა იოშუა კიმიხთან, ნიკლას ზულესთან და სერჟ გნაბრისთან ერთად, გერმანიის ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში. "ვფიქრობ, შემიძლია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გავხდე, ამისათვის კი აუცილებელია მოედანზე საკუთარი შესაძლებლობები დავამტკიცო . კარგი ფეხბურთის სტაბილურად ჩვენება მმართებს"

მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ლეონ გორეცკას მთავარი მიზანია, შეძლოს და დაარწმუნოს ნიკო კოვაჩი, რომ არსებული მძლავრი კონკურენციის მიუხედავად იგი იმსახურებს ძირითად თერთმეტეულში საკუთარ ადგილს. "მოქნილობა - ჩემს მთავარ მახასიათებლად რჩება. მსურს მწვრთნელთან ვისაუბრო იმის თაობაზე, თუ რა პოზიციაზე ხედავს იგი ჩემს თავს. მე მზად ვარ, რამდენიმე პოზიციაზე სათამაშოდ."-აღნიშნა ახალგაზრდა ფეხბურთელმა და დაამატა ისიც, რომ მისი საყვარელი ამპლუა მოედნის ცენტრალურ ზონაში თამაშია.

ლეონ გორეცკა პრესკონფერენციაზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული მარცხი წარსულს ჩაბარდა და ფეხბურთელს ახალი გამოწვევები სურს. "მე კონცენტრირებული ვარ, იმ დავალებებზე რაც "ბავარიაში" ასპარეზობისას მექნება. მსურდა ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი მეპოვნა და დარწმუნებული ვარ "ბაიერნი" სწორდ ის არის რასაც ვეძებდი."

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი კი თვლის, რომ "ბავარიამაც" საუკეთესო ვარიანტი გამონახა, ლეონ გორეცკას სახით. "ლეონი შესანიშნავი პიროვნებაა, მას ძლიერი საფეხბურთო მახასიათებლები გააჩნია, რომელიც ჩვენს გუნდს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ის ძალზედ დინამიურია, აქვს კარგი სისწრაფე და ფლობს შესანიშნავ ტექნიკას. გუნდის მთავარი მწვრთნელი მოუთმენლად ელის მასთან მუშაობის დაწყებას. დარწმუნებული ვარ ლეონთან ერთად ჩვენ წინ ბევრი კარგი დღეები გველის."-დაასრულა ბრაზომ
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.