» » პროფესიონალური კონტრაქტი მაქსიმ ავოუჯასთან

პროფესიონალური კონტრაქტი მაქსიმ ავოუჯასთან

3-08-2018, 11:10 -ss- სიახლეები 0

პროფესიონალური კონტრაქტი მაქსიმ ავოუჯასთან
მიუნხენის "ბაიერნმა" კიდევ ერთი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელთან. 20 წლის ცენტრალური მცველი - მაქსიმ ავოუჯა, "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში 2021 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. ახალბედა უკანახაზელი მიუნხენური კლუბის აღზრდილია, იგი 9 წლის ასაკიდან ირიცხება ნორჩ ბავარიელთა რიგებში. მაქსიმი მიუნხენში დაბადებულია, მისი მშობლები კი წარმოშობით ტოგოდან არიან.

"მოხარულები ვართ იმით, რომ მაქსიმი ჩვენს გუნდში გააგრძელებს ასპარეზობას. ის სწრაფი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა, ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის დროს."-განაცხდა "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"მე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საკუთარი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი სწორედ მიუნხენის "ბაიერნთან" გავაფორმე. ჩემს კარიერაში ახლა შემდეგი ნაბიჯის დროა. სრულად ვაცნობიერებ რომ ამისათვის, ისეთივე თავდაუზოგავი მუშაობა მომიწევს, როგორც ეს ამ დრომდე იყო."-ციტირებს გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი მაქსიმ ავოუჯას სიტყვებს
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.