დასკვნითი სავარჯიშო კვირა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » დასკვნითი სავარჯიშო კვირა

დასკვნითი სავარჯიშო კვირა

3-08-2018, 12:15 -ss- სიახლეები 1

დასკვნითი სავარჯიშო კვირა
ბავარიელების ვარჯიში დასკვნით ფაზაში შედის. ხუთშაბათს გუნდი ქალაქ ტეგერნზეს ესტუმრა, სადაც შვიდი დღის განმავლობაში დარჩება და ე.წ გენერალურ რეპეტიციასაც გაივლის. შეგახსენებთ 12 აგვისტოს გერმანიის სუპერთასის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.


"ბავარიას" ტეგერნზეში შეკრების ერთგვარი ტრადიცია გააჩნია. გვსურდა მიუნხენის საზღვრებს გავმცდარიყავით, მაგრამ შორს წასვლაც არ გვინდოდა. სავარჯიშოდ შესანიშნავი პირობებია. ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე აქ ინტენსიურ მუშაობას შევძლებთ. ეს მთლიან გუნდთან ერთად გამართული ნამდვილი საფეხბურთო შეკრებაა."-აცხადებს "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.

"ვიცი რომ რამდენიმე ფეხბურთელი ვარჯიშის ნაკლებობას განიცდის, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩვენ ეტაპობრივათ გავზრდით დატვირთვებს, ისე რომ ახალ საფეხბურთო სეზონს ყველანი ოპტიმალური ფორმით შეხვდნენ. სრულ გუნდთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი, დარწმუნებული ვარ ვარჯიშის ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდება."-აღნიშნავს მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი.

წინასასეზონო მომზადებასთან დაკავშრებით, საკუთარი პოზიციაა დააფიქსირა გერმანული გრანდის კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმაც. "ამ ადგილის შესახებ ყველაფერი ვიცი , აქ ყოფნა ნამდვილად სასიამოვნოა. ვფიქრობ აქ სავარჯიშოდ ბრწყინვალე პირობებია შექმნილი და მშვიდად მუშაობის საშუალებაც გვექნება. უახლოეს დღეებს სულმოუთმენლად ველი."-აცხადებს მანუელი
1
1

dachi8 (3 აგვისტო 2018 13:56)

ძალიან ღლის კოვაჩი ფეხბურთელებს, ასე არ შეიძლება, ეს ცუდად აისახება შემდეგ თვეებში.
რენატუს ისევ წელის ტკივილები აქვს, ლვინაა შემდეგი?
რობენი რომ ვერ აიტანს ზუსტად ვიცი kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.