» » ჰიონესმა 200 მილიონიანი ტრანსფერები გამორიცხა

ჰიონესმა 200 მილიონიანი ტრანსფერები გამორიცხა

3-08-2018, 13:52 dachi8 სიახლეები 2

ჰიონესმა 200 მილიონიანი ტრანსფერები გამორიცხა
„ბავარიის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი, მიუნხენელთა სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს და ასევე ზოგიერთ სახელმწიფოს კლუბების მიმართ ძლიერ ფინანსურ თანადგომაში ადანაშაულებს.


„უცნაურად მეჩვენება, როდესაც 20 ქულიანი სხვაობით იგებ ლიგას, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადიხარ და ხალხს ასეთი სეზონი ცუდათ მიაჩნია. ჩვენ ცალკეული კლუბების წინააღმდეგ კი არ ვთამაშობთ, არამედ გარკვეული ქვეყნების წინააღმდეგ. როდესაც ეს სახელმწიფოები კლუბებზე თანხის გაცემას შეწყვეტენ, მაშინ ეს გუნდები გაქრებიან, ხოლო „ბავარია“ კი დარჩება“.

„რაც შეეხება ტრანსფერებს, თუ ჩვენ რომელიმე პოზიციაზე პრობლემა შეგვექმნება, ჩვენ შეგვიძლია 50, 60 ან 80 მილიონი ევრო გადავიხადოთ, მაგრამ ეს გამონაკლის შემთხვევებში. ერთი რამ ცხადია, სანამ ჩვენ აქ ვართ, „ბავარია“ არ დახარჯავს ფეხბურთელებში 200 მილიონ ევროს“, - განაცხადა გერმანელმა ფუნქციონერმა.

2018/19 წლის სეზონში რეკორდმაისტერი ლეონ გორეცკათი, რენატო სანჩესით და სერჟ გნაბრით გაძლიერდება. ხოლო, 2019 წლის იანვარში ახალგაზრდა კანადელი ტალანტი ალფონსო დევისი შეუერთდება გუნდს.
2
0

dachi8 (3 აგვისტო 2018 14:20)

-ss-,
kicha რა ასატანები არიან, მაგრამ მანჩესტერმაც ტვინი წაიღო, მაგასაც ხომ არ აფინანსებს სახელმწიფო, მაგათმა არ გახსნეს? პოგბას ტრანსფერში ამდენი რომ გადაიხადეს.

ახლა ლივერპულია რა დღეში, მოკლედ რა... daretianebuli

გამოსავალი ერთია, ზღვარი უნდა დადგინდეს, არ შეიძლება ასე, კლუბზე მეტი ფეხბურთელი ღირდეს... და მალე ასეც მოხდება kicha
1

-ss- (3 აგვისტო 2018 14:09)

ულიიი bayern პსჟ-ეს და სიტის ვერ იტანს kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.