» » მოდერნიზებული "ალიანც არენა"

მოდერნიზებული "ალიანც არენა"

3-08-2018, 18:20 -ss- სიახლეები 1

მოდერნიზებული
მას შემდეგ რაც "ალიანც არენა" ექსპლუატაციაში შევიდა ( 2005 წ ), ყოველ ზაფხულს მისი ღრმა მოდერნიზაცია მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ "ბავარიელთა" საშინაო არენა, დღემდე მსოფლიოს საუკეთესო სტადიონების რიგში ირიცხება და UEFA-საგან უმაღლესი - ხუთვარსკვლავიანი შეფასებაც კი დაიმსახურა. გამონაკლისი არც ეს ზაფხული აღმოჩნდა. მანჩესტერ "იუნაიტედთან" დაგეგმილ შეხვედრას მიუნხენის "ბაიერნი", განახლებულ მოედანზე გამართავს.

ცვლილებები შეეხო სტადიონის ინტერიერს. ჩრდილოეთ ტრიბუნაზე არსებული სკამები, "ბაიერნის" ფერებით მოიხატა და მასზე კლუბის ლოგო განთავსდა. მის მოპირდაპირე მხარეს არსებულ დასაჯდომებს კი ამიერიდან წარწერა "Mia San Mia" დაამშვენებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ პროფესიონალი დიზაინერების გარდა, სტადიონის გალამაზებაში საკუთარი წვლილი, რიგით გულშემატკივრებსაც შეჰქონდათ. მათ მიერ მოხატული იქნა ექვსი ჯიხური. რომელზეც დატანილია ცნობილი მომენტები კლუბის ისტორიიდან.

გარდა ზემოხსენებულისა "ალიანც არენაზე" გამკაცრდა წესებიც. ამიერიდან აღნიშნულ სტადიონზე სიგარეტის მოწევა სასტიკად აიკრძალა. აკრძალულია ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის მოხმარება. მწეველთათვის შეიქმნა სპეციალური ზონები მე-4 და მე-5 სექტორთან ახლოს. მსგავსი ტიპის ზონები ასევე გამოყოფილია, ე.წ სასეირნო არეალშიც.

ცვლილებები ეხებათ ლუდის მოყვარულებსაც. აიკრძალა ერთჯერადი გამოყენების კათხებით ლუდის სმა. ნებადართულია მხოლოდ მრავლჯერადი ჭურჭლის გამოყენება. ეს ცვლილება მიზნად ისახავს დანაგვიანების მაჩვენებლის მინიმუმადე შემცირებას. აღნიშნულ ცვლილებაზე რეკომენდაცია - გარემოს დაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

და ბოლოს, გამოსასვლელებში დამონტაჟდა ჭიქის მიმღები აპარატურა, რომელსაც ასევე აქვს ფუნქცია, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, მიღებული ხურდა ფული გადარიცხოს "ბაიერნის" საქველმოქმედო ორგანიზაციაში ან მსგავსი ტიპის სხვა სოციალურ პროექტებში.

მოდერნიზებული "ალიანც არენა"


მოდერნიზებული "ალიანც არენა"


მოდერნიზებული "ალიანც არენა"


მოდერნიზებული "ალიანც არენა"
1
0

dachi8 (3 აგვისტო 2018 20:10)

მშვენიერია, ბაიერნის სახლი უფრო და უფრო გამყარდა bayern rekordera
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.