» » ნოიერი იოზილის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა

ნოიერი იოზილის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა

3-08-2018, 19:10 kimmich სიახლეები 0

ნოიერი იოზილის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან 5 კვირის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი, მესუთ იოზილის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა BILD-თან მიცემულ ინტერვიუში გამოცდილმა კიპერმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა.

„ოზილს და გიუნდოგანს ან მთელ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად რომ ეასპარეზა, ახლა ჩვენ იმაზე არ ვისაუბრებდით, თუ როგორ გადაიღეს ერთობლივი სურათები თურქეთის პრეზიდენტთან“

„იმედგაცრუებული ვარ თუ არა ოზილის გადაწყვეტილებით? ეს თითოეული ფეხბურთელის პირადი გადასაწყვეტია. როდესაც ფეხბურთელი იძახის, რომ კარიერის დასრულება სურს, ეს მისი პირადი საქმეა. ამისათვის მიზეზები უნდა არსებობდეს და მან ისინი იპოვა“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ მისი გადაწყვეტილება. სხვა ფეხბურთელებიც ასრულებდნენ თავის კარიერას მსხვილი საერთაშორისო ტურნირების შემდეგ“.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებს პირველი თამაში 6 სექტემბერს აქვს ჩანიშნული მიუნხენში. ამ დღეს ბუნდესნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება . „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სხვა სახე ვანახოთ ისეთ გუნდებს, როგორიც საფრანგეთია“, - განაცხადა მანუელ ნოიერმა BILD-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ლონდონის "არსენალის" შემტევმა ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად კი გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელებისაგან რასისტული დამოკიდებულება დაასახელა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.