ვიდალის ტრანსფერი თითქმის დასრულებულია » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ვიდალის ტრანსფერი თითქმის დასრულებულია

ვიდალის ტრანსფერი თითქმის დასრულებულია

3-08-2018, 20:59 dachi8 სიახლეები / ტრანსფერები 2

ვიდალის ტრანსფერი თითქმის დასრულებულია
“ბავარიის“ ჩილელი ნახევარმცველის სატრანსფერო ამბები დასასრულს უახლოვდება. არტურო ვიდალი ახლოს იყო „ინტერში“ გადასვლასთან, თუმცა ბოლო ინფორმაციით „ბარსელონამ“ რეკორდმაისტერის შუახაზელს მეტი ხელფასი შესთავაზა და უკეთესი პირობები და თუ არტურო ვიდალი სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გაივლის მისი ტრანსფერი უკვე ამ კვირაში წარმატებულად დასრულდება.

„ბაიერნის“ ვარჯიშები ამჟამად ტეგერნზეში მიმდინარეობს, სადაც არტურო ვიდალიც იმყოფებოდა, თუმცა გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი იუწყება, რომ ჩილელმა ნახევარმცველმა და რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა სავარჯიშო ბაზა ერთად დატოვეს. SPORT-ის ჟურნალისტმა რამოდენიმეჯერ გაუმეორა მანქანისკენ მიმავალ ვიდალს შეკითხვა, მიდიოდა თუ არა ის „ბარსელონასკენ“, თუმცა ვიდალს მისთვის პასუხი არ გაუცია.

„ბარსელონას“ დირექტორმა არიედო ბრაიდამ კი დაადასტურა, რომ კლუბი ახლოსაა ვიდალის გაფორმებასთან და განაცხადა: „მოლაპარაკებები ფინალშია გასული. კონტრაქტები ბათილია, თუ მასზე ხელმოწერები არ არის. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ სიურპრიზები არ იქნება“.

BILD-ზე დაყრდნობით, „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ 30 მილიონ ევროს გადაუხდის ჩილელის სანაცვლოდ. კონტრაქტი არტურო ვიდალთან 2021 წლამდე იქნება გათვლილი და ხელფასის სახით მას 9 მილიონი ევრო დაენიშნება წლიურად.
1
0

-ss- (3 აგვისტო 2018 21:56)

წარმატებები ვიდალს ab bayern
1

dachi8 (3 აგვისტო 2018 21:01)

ისე კი უნდა გაუკეთო ბარსელონასაც სიურპრიზი და არ გაყიდო ვიდალი,,,, კი მოუხდებათ.... როგორცც აახიეს რომას მალკომი kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.