» » Goal :მიულერმა ჟურნალისტები გააკრიტიკა

Goal :მიულერმა ჟურნალისტები გააკრიტიკა

3-08-2018, 22:18 -ss- სიახლეები 0

Goal :მიულერმა ჟურნალისტები გააკრიტიკა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მესუთ ოზილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. "ბავარიელთა" თილისმა აცხადებს, რომ მომხდარ უსიამოვნო ფაქტში ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, მათ შორის თავად პრესის წარმომადგენლებმაც.

"მთელი ეს ისტორია, უცხო ადამიანების მეშვეობით დაიწყო. რა თქმა უნდა, უშუალოდ ამ ფაქტის მთავარმა პერსონაჟებმაც, საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა ვერ შეძლეს. ეს ეხება, როგორც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ისე თავად მოთამაშეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბეჭვდითი მედიაც ცოდავდა. საფეხბურთო კავშირს სურდა, რომ ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აღედგინა, თუმცა ჟურნალისტები გამუდმებით ახდენდნენ ამ თემის პედალირებას. ეს ისტორია არ იმსახურებდა იმხელა ყურადღებას, როგორიც მას ეძლეოდა."

"საბოლოოდ ამ ყველაფერმა ჟურნალისტებისათვის კარგი დასასრული ჰპოვა. დააკვირდით, თქვენ ახლაც ამ თემაზე მისვამთ შეკითვას. რაც შეგვეხება ჩვენ, ფეხბურთელებს - ამ ისტორიას ამხელა ყურადღებას არ ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, ამ თემაზე ვკამათობთ, თუმცა მოვიდა დრო იგი წარსულს ჩავაბაროთ და კონცენტრაცია ფეხბურთზე მივმართოთ. გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, რასიზმის პრობლემა არასდროს ჰქონია."-აღნიშნა მიულერმა
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.