ოფიციალურად: არტურო ვიდალი ბარსელონას ფეხბურთელია » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ოფიციალურად: არტურო ვიდალი ბარსელონას ფეხბურთელია

ოფიციალურად: არტურო ვიდალი ბარსელონას ფეხბურთელია

4-08-2018, 01:44 LEV4NI ტრანსფერები 6

ოფიციალურად: არტურო ვიდალი ბარსელონას ფეხბურთელია
არტურო ვიდალის ირგვლივ სატრასფერო საგა დასრულებულია, მომავალი სეზონიდან ჩილელი ნახევარმცველი კატალონიის ბარსელონას ღირსებას დაიცავს.

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანელებმა ესპანურ მხარესთან საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას და ვიდალიც უკვე რამდენიმე დღეში ესტუმრება კატალონიას.

ცნობილია, რომ ვიდალის ტრანსფერის სანაცვლოდ ბავარიული კლუბი 18 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსის ჩათვლით კი რეკორდმაისტერის ბიუჯეტი საბოლოო ჯამში 21 მილიონი ევროთი გამდიდრდება.

შესაბამისად, რამდენიმე დღეში არტურო ბარსელონას ეწვევა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამავდროულად სამ წლიან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით ვიდალი არ იქნება ბოლო ფეხბურთელი, რომელიც ბავარიულ კლუბს დატოვებს, რადგან რამდენიმე მოთამაშის გაშვების თაობაზე რეკორდმაისტერის ხემლძღვანელობამ უკვე არაერთხელ დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი ნახევარმცველი ბაიერნს 2015 წელს შეუერთდა და მისი ტრანსფერი ალიანს არენის ბინადრებს 40 მილიონი ევრო დაუჯდათ.
2
0

muller13 (4 აგვისტო 2018 18:16)

30 ზე ნაკლებად არ უნდა გაეყიდათ. ტეხავს. მხეცია ვიდო
0

TAMARA (4 აგვისტო 2018 17:37)

მაგრად მეწყინა ამისი გაყიდვა.
0

LEV4NI (4 აგვისტო 2018 01:56)

dachi8,
ეგრე ლევანაც ითხოვს გამიშვითო მარაა cempatls
0

dachi8 (4 აგვისტო 2018 01:50)

LEV4NI,
lool ახლოს ჩავლილიც არ ვნახო.

ისე რა იაფად გაყიდეს რა არის, ეტყობა ვიდალმა თხოვა გამიშვით ბარსელონაშიო, თორე ინტერი უფრო დიდ თანხას სთავაზობდა
0

LEV4NI (4 აგვისტო 2018 01:49)

dachi8,
ლიგის თასი არ ვნახო ამის ხელში kricha
0

dachi8 (4 აგვისტო 2018 01:47)

არტურო წარმატებები ლა ლიგაში მხოლოდ kricha trafaret
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.