BMW ბაიერნთან თანამშრომლობით დაინტერესდა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » BMW ბაიერნთან თანამშრომლობით დაინტერესდა

BMW ბაიერნთან თანამშრომლობით დაინტერესდა

4-08-2018, 02:34 LEV4NI ჭორები 9

BMW  ბაიერნთან თანამშრომლობით დაინტერესდა
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საავტომობილო კომპანია BMW მზადაა მიუნხენის ბაიერნთან თანამშრომლობა დაიწყოს.

როგორც ჩანს, მიუნხენური ავტოგიგანტი აპირებს რომ გოლფის, ტენისის, ნიჩბოსნობისა და მოტოსპორტის შემდეგ საკუთარი თავი სპორტის ისეთ პოპულარულ სახეობაში დაიმკვიდროს, როგორიც ფეხბურთია.

ცნობილია, რომ ამჟამად BMW მხოლოდ გრანდიოზული თანხების დახმარებით ცდილობს ბაიერნთან კომუნიკაციის დამყარებას, თუმცა მათი ეს მცდელობა როგორც ჩანს უშედეგოა.

Bild-ის აზრით კი, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ვოლკსვაგენის ბოსი, ჰერბერტ დიზი გახლავთ, რომელიც წარმატებით უშლის ხელს მიუნხენური კლუბისა და ავტოგიგანტის დაახლოების პროცესს.

საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე უნდა განვიხილოთ, რადგან ნაკლებად სავარაუდოა აუდიმ, რომელიც ბავარიული კლუბის აქციების 8.33%-ს ფლობს ბაიერნთან თანამშრომლობის გაწყვეტა რაიმე თანხის სანაცვლოდ მოინდომოს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ბაიერნსა და აუდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხარეებს შორის 2025 წლამდე თანამშრომლობას ითვალისწინებს.
2
1

TOTALMAN (7 აგვისტო 2018 21:56)

-ss-,
ჩაგეთვალა მაგარი იყო xixi xixi
1

dachi8 (4 აგვისტო 2018 14:40)

-ss-,
კარგია ადამიანს იუმორის გრძნობა რომ აქვს megobrebi
1

LEV4NI (4 აგვისტო 2018 13:40)

-ss-,
რასამბობ კაცო, ცუდი გაგებით არ მითქვამს, ხუმრობა მინდოდა მარა მემგონი არ გამომივიდა megobrebi კარგი იყო ისე მომეწონა kricha lool
1

-ss- (4 აგვისტო 2018 13:25)

dachi8,
ლავლესიც რომ გავრიე ამ საქმეში kicha რუმენიგეს განცხადება მქონდა გამოყოლილი არავის დამატება რო არ უნდათ და აქ იჩინა თავი kicha
1

dachi8 (4 აგვისტო 2018 13:20)

-ss-,
xixi xixi კიმიხი აკადემიიდან.... საღოლ... კარგად მაცინე
0

-ss- (4 აგვისტო 2018 12:04)

LEV4NI,
რა გვაქვს სადუელო, lotebi მიხარია რო დაბრუნდი და მინდოდა ორიგინალურად გამომეხატა შენი დაბრუნება lotebi megobrebi
1

kimmich (4 აგვისტო 2018 12:03)

-ss-, პროფესიონალური კონტრაქტი არ მაქ ჯერ გაფორმებული xixi საღოლ კარგი იყო kicha
1

LEV4NI (4 აგვისტო 2018 11:53)

-ss-,
დუელში გიწვევ megobrebi meeting
3

-ss- (4 აგვისტო 2018 11:41)

"რეკორდმაისტერის" გულშემატკივართათვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს გამოცემა fcbayern.ge. რედაქტორმა LEV4NI-მა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლაზარეთში იმყოფებოდა, ტრავმა მოიშუშა და ძირითად გუნდს დაუბრუნდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. სტატიების რაოდენობას ეტაპობრივად გავზრდი. ჩემი მიზანია ახალ საფეხბურთო სეზონს შესაბამისი კონდიციებით შევხვდე."-ციტირებს fcbayern.ge-ი გამოცდილი რედაქტორის სიტყვებს,

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საიტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც ლავლესმა. "LEV4NI-ის დაბრუნებით ყველანი გახარებულები ვართ, მინდა მას წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. საიტზე კონკურენცია საგრძნობლად გაზრდილია, ახლა ძირითად ჯგუფში LEV4NI-ის ჩათვლით 3 რედაქტორი მოღვაწეობს, გარდა ამისა სტატიებს წერს ახალგაზრდა იოშუა kimmich-იც აკადემიის რიგებიდან. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ხომ არ იგეგმება კიდევ დამატებით რამდენიმე რედაქტორის მოწვევა, გეტყვით რომ fcbayern.ge ამ ეტაპზე არ აპირებს საიტზე ახალი რედაქტორების დამატებას, ამ პოზიციაზე ხალხი საკმარისი რაოდენობით გვყავს."-დაასრულა საიტის ხელმძღვანელმა. kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.