რუმენიგე ვიდალის ტრანსფერს გამოეხმაურა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რუმენიგე ვიდალის ტრანსფერს გამოეხმაურა

რუმენიგე ვიდალის ტრანსფერს გამოეხმაურა

4-08-2018, 13:09 -ss- სიახლეები 0

რუმენიგე ვიდალის ტრანსფერს გამოეხმაურა
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან საუბრისას, კატალონიის "ბარსელონას" რიგებში, არტურო ვიდალის ტრანსფერს გამოეხმაურა და ჩილელ ლეგიონერს, "ბავარიაში" გატარებული რამდენიმე წლისთვის , მადლობა გადაუხადა.


"მიუნხენის "ბაიერნის" სახელით მსურს არტურო ვიდალს მადლობა გადავუხადო იმ სამი დავუწყარი წლისთვის, რაც მან ჩვენს კლუბში გაატარა. ჩვენ ერთად უამრავ ტიტულს დავეუფლეთ, ამ პროცესში კი მის მიერ შეტანილი წვლილი საკმაოდ დიდი იყო. მნიშვნელოვან მატჩებში, ჩვენ ყოველთვის გვქონდა არტუროს იმედი"-აცხადებს ბავარიელთა ხელმძღვანელი.

"მინდა მადლობა გადავუხადო მიუნხენის "ბაიერნს" და მის გულშემატკივარს. მიუნხენში ბედნიერი წლები გავატარე. ასევე მსურს მადლობა გადავუხდო კლუბს იმისთვისაც, რომ მათ მომცეს შესაძლებლობა კატალონიის "ბარსელონადან" წამოსული ახალი გამოწვევები მიმეღო." - ეს კი თავად 31 წლის ფეხბურთელის სიტყვებია, რომელსაც გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.