» » კოვაჩის დებიუტი "ალიანც არენაზე"

კოვაჩის დებიუტი "ალიანც არენაზე"

4-08-2018, 23:41 dachi8 სიახლეები 0

კოვაჩის დებიუტი
ტეგერნზეში „ბავარიელთა“ შეკრება ყველანაირად ცხელი გამოდგა. რეკორდული ტემპერატურის მიუხედავად ნიკო კოვაჩმა არ დაინდო გუნდი და ტაქტიკურად დატვირთული ვარჯიშები მოაწყო. ანომალიური სიცხის გამო შესვენებები გაიზარდა, იმისათვის რომ ფეხბურთელებს საშუალება ჰქონოდათ მინერალური წყლით გაეგრილებინათ თავი.

„ნამდვილად ძალიან ცხელა. გერმანიაში ამინდი სამხრეთულს დაემსგავსა. ასეთ ტემპერატურაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინო: გამოიყენო მზისგან დამცავი კრემები და ბევრი მინერალური წყალი დალიო“, - გააზიარა მოსაზრება თომას მიულერმა. „სავარჯიშო შეკრების ცენტრალური აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკურ კონდიციებზე ვივარჯიშოთ. ფეხბურთელები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმამდე მუშაობენ“, - იძახის ბავარიელი.

ახალი მწვრთნელის მუშაობაზე კი მიულერი დადებითი შტაბეჭდილებებით საუბრობს: „ის რაც მე დავინახე პირველი კვირის განმავლობაში ძალიან მომეწონა. კოვაჩი ენერგიულად მუშაობს და ჩამოყალიბებული გეგმა გააჩნია“. მიულერმა აღნიშნა, რომ ახალი მწვრთნელი კომუნიკაბელურია. „მითითებები მოედანზე ცხადად გაიცემა, კომპეტენტურად, მაგრამ ამასთან მეგობრული მანერით. ჩვენ მეტად კმაყოფილნი ვართ“, - ხაზი გაუსვა მიულერმა.


დებიუტი „ალიანც არენაზე“

კვირა საღამოს „ბავარიელებს“ მომდევნო ტესტი ელოდებათ ტოპ-დონის მეტოქესთან. „ტელეკომ სპორტის“ ფარგლებში გერმანიის რეკორდმაისტერი „ალიანც არენაზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. ეს ორი დიდი სახელის მქონე კლუბია ევროპულ ფეხბურთში. ვიმედოვნებ, რომ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება“, - განაცხადა მიულერმა. „ყოველთვის საინტერესოა იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომლის რიგებშიც ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ“.

თვითონ კოვაჩი სულმოუთმენლად ელოდება პირველ მატჩს „ალიანც არენაზე“ „ბავარიის“ მწვრთნელის რანგში. „სულმოუთმენლად ველი ამ თამაშს. როგორც მივხვდი, სტადიონი ბოლომდე შევსებული იქნება, ჩვენ ყველანი გვყავს გუნდში, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებიც. ვიმედოვნებ, რომ ხვალ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ და კარგ შედეგს მივაღწევთ. ჩვენთვის ეს გენერალური რეპეტიციაა, რადგან მომდევნო კვირას უკვე ოფიციალური მატჩი გველოდება“, - განაცხადა 46 წლის მწვრთნელმა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ - მაღალი კლასის მეტოქეა. წინასასეზონო მომზადების კუთხით ისინი ჩვენ 1 კვირით წინ გვისწრებენ. შევეცდებით საუკეთესო ვანახოთ რაც კი შეგვიძლია, ჩვენ ხომ სახლში ვთამაშობთ და ძალიან კარგი გუნდი გვყავს. იმედს ვიტოვებ, რომ ბიჭები შეტევაში იმას ანახებენ, რასაც უკვე ანახებდნენ ამერიკაში“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.