» » Goal : პერიშიჩი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

Goal : პერიშიჩი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

5-08-2018, 09:49 -ss- სიახლეები 0

Goal : პერიშიჩი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ფეხბურთელი, ივან პერიშიჩი ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" რიგებში მის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი მზადაა ნებისმიერი წინადადება განიხილოს. 29 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მას ახალი გამოწვევების მიღება სურს.


"სიმართლე გითხრათ, ჩემი სურვილია საკუთარი ძალები, ყველა წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატში გამოვცადო. ერთადერთი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად მოვასწრებ ამ ყოველივეს. მე უკვე 29 წლის ვარ, თუმცა ყოველდღიურად ვმუშაობ იმისათვის, რომ საკუთარი კარიერა, რაც შეიძლება მეტად გავახანგრძლივო"

"მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. ხორვატიის ეროვნული ნაკრების რიგებში შესანიშნავად ვასპარეზობდი, როდესაც ნიკო მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობდა. მსურს მიულოცო მას, კარიერული წინსვლა. ჩემი ტრანსფერი ბავარიაში? მათ იციან როგორ უნდა დამიკავშირდნენ. თუმცა მანამდე მოლაპარაკება "ინტერთან" უნდა აწარმოონ"-აცხადებს პერიშიჩი.

შეგახსენებთ, ზემოხსენებული ფეხბურთელი მილანის "ინტერის" შემადგენლობაში 2015 წლიდან ირიცხება. მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ხორვატი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება - 45 მილიონ ევროს შეადგენს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.