» » რიბერი თანაგუნდელს გამოემშვიდობა

რიბერი თანაგუნდელს გამოემშვიდობა

5-08-2018, 10:46 -ss- სიახლეები 0

რიბერი თანაგუნდელს გამოემშვიდობა
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით, აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელს - არტურო ვიდალს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს. შეგახსენებთ, "ბაიერნის" ჩილელი ლეგიონერი, მომავალი საფეხბურთო სეზონიდან კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს.

"ძმაო, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრები. ჩემი აზრით საუკეთესო ადამიანი ხარ, რომელსაც საკუთარი ღირებულებები და პრინციპები გააჩნია. ვამაყობ, რომ შენს გვერდით ვთამაშობდი. მინდა შემდგომი წარმატება გისურვო! შენ ნამდვილი მეომარი ხარ, ეს კი ჩვენს პროფესიაში იშვიათობას წარმოადგენს."-წერს ფრანკ რიბერი საკუთარ გვერდზე.

ესპანურ საფეხბურთო გრანდსა და არტურო ვიდალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჩილელმა საყრდენმა "ბარსელონას" რიგებში 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა იასპარეზოს. წლიური ანაზღაურების სახით კი ხსენებული ნახევარმცველი 9 მილიონ ევროს მიიღებს. "ვიდალი არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გუნდს დამატებით მოტივაციას შესძენს. მას ზურგს კოლოსალური გამოცდილება უმაგრებს. იგი მიჩვეულია დიდ თამაშებში ასპარეზობას. არტურო მოედანზე ძალზედ აქტიურია, რაც დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონას" მხოლოდ წაადგება. იგი ნამდვილი მებრძოლია"- ციტირებს კატალონიელთა თავკაცის - ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდი.

რიბერი თანაგუნდელს გამოემშვიდობა
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.