კორენტინ ტოლისო - არტურო ვიდალის მემკვიდრე? » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კორენტინ ტოლისო - არტურო ვიდალის მემკვიდრე?

კორენტინ ტოლისო - არტურო ვიდალის მემკვიდრე?

5-08-2018, 12:02 kimmich სხვადასხვა 1

კორენტინ ტოლისო - არტურო ვიდალის მემკვიდრე?
გერმანიაში მას არტურო ვიდალის მემკვიდრედ მოიაზრებენ! მიუნხენის "ბაიერნის" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, კორენტინ ტოლისოს აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ "რეკორდმაისტერის" ძირითად თერთმეტეულში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ეს ფეხბურთელი შესანიშნავად ფლობს დრიბლინგს, შეუძლია ორივე ფეხით გაისროლოს მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით და რაც მთავარია მას ერთგვარი უნივერსალურობა ახასიათებს. მისი ამპლუა კი მრავალფეროვანია.

როგორც გერმანელი სპორტული მიმომხილველები აღნიშნავენ, კოკოს მნიშვნელოვან მატჩებში თავის გამოჩენა შეუძლია. გასულ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში "პსჟ"-ეს წინააღმდეგ (3-1) ტოლისომ შესანიშნავად ითამაშა და დუბლიც გაიფორმა. "მას მატჩის მსვლელობისას ვუთხარი რომ უფრო აგრესიულად ეთამაშა, მან დამიჯერა და დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა. უდაოდ დიდი ნიჭის მქონე ახალგაზრდაა ტოლისო, ის "ბაიერნისთვის" ფასდაუდებელია"-აღნიშნავდა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბავარიელთა ლეგენდარული თავკაცი იუპ ჰაინკესი.

რაც შეეხება ბუნდესლიგაში ჩატარებული შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემს. გამართული 26 ორთაბრძოლიდან, ფრანგმა შემტევმა 6 გოლის გატანა და ოთხი შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. წარმატებული საფეხბურთო სეზონის გვირგვინად კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება იქცა. კოკომ ამ ტურნირზე ჯამში 194 წუთი დაჰყო მოედანზე

მოერგება 24 წლის ნახევარმცველი "ბაიერნის" ახალი მწვრთნელის ნიკო კოვაჩის ტაქტიკას? ხსენებული სპეციალისტი "ბავარიას" სავარაუდოდ 4-3-3 ან 3-5-2 ტაქტიკით ათამაშებს . ორივე ამ სქემაში კი ნახევარმცველების როლი განუზომლად დიდია და შესაბამისად ტოლისოს ექნება საშუალება თავისი შესაძლებლობები მწვანე საფარზე დაამტკიცოს.
2
0

-ss- (5 აგვისტო 2018 12:11)

მე მჯერა ამ ფეხბურთელის bayern ხამესი კოკო და ტიაგო, ესენი მინდა ძირითადში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.