იუპ ჰაინკესი - გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელი! » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » იუპ ჰაინკესი - გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელი!

იუპ ჰაინკესი - გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელი!

6-08-2018, 10:23 -ss- სიახლეები 2

იუპ  ჰაინკესი - გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელი!
დიდი აღიარება - დიდ მწვრთნელს! იუპ ჰაინკესი გერმანიაში 2018 წლის საუკეთესო სპეციალისტად დასახელდა. kicker-ის მიერ წარმოებული გამოკითხვების შედეგად, ლეგენდარულმა თავკაცმა 91 ხმა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი წილად ხვდა დომენიკო ტედესკოს (89 ხმა), მესამე პოზიციაზე კი "რეკორდმაისტერის" მოქმედი მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი იმყოფება (77 ხმა). აღსანიშნავია, რომ იუპ ჰაინკესი რიგით მეოთხედ დასახელდა ხსენებული გამოკითხვის გამარჯვებულად. (1981, 1986, 2013, 2018 წლებში)

"შესანიშნავია! იმ დროს როდესაც გერმანიაში ამდენი ახალგაზრდა სპეციალისტი მოღვაწეობს, გამარჯვებული - ასაკოვანი ადამიანი გახდა. იუპ ჰაინკესის ეს აღიარება სრულებით დამსახურებულია. მან კლუბი რთულ პერიოდში ჩაიბარა, ყველაფერი გადაამუშავა და საქმე ბოლომდე მიიყვანა"-აღნიშნა "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.

შეგახსენებთ გასულ ოქტომბერს, იუპ ჰაინკესი აქტიურ სპორტს დაუბრუნდა და არასახარბიელო სიტუაციაში მყოფ მიუნხენურ გუნდს, ნაციონალური ჩემპიონატი მოაგებინა. იმ პერიოდში "ბაიერნი" უშუალო კონკურენტ დორტმუნდის "ბორუსიას", ხუთი ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა სეზონის დასასრულს პირველ ადგილზე აღმოჩნდა და უახლოეს მდევარს, ამჯერად ოცდაერთქულიანი სხვაობით უსწრებდა.
1
0

Bavaria 333 (7 აგვისტო 2018 02:22)

უძლიერესი მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში, ბაბუ მაგარი ხარ ძალიან danke
0

dachi8 (7 აგვისტო 2018 00:49)

წლის კი არა საუკუნის არის ჩემთვის trafaret
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.