» » მარიო გომესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მარიო გომესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

6-08-2018, 10:54 -ss- სიახლეები 0

მარიო გომესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელი მარიო გომესი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" ღირსებას იცავს, საკუთარ სანაკრებო კარიერას 33 წლის ასაკში ასრულებს. ვეტერანმა შემტევმა, ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით გაავრცელა და გულშემატკივარს, მთელი ამ დროის მანზილზე გაწეული მხარდაჭერისათვის, მადლობა გადაუხადა.


"გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ჩემი ასპარეზობის შესახებ, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და კონკრეტულ გადაწყევტილებამდე მივედი. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმირებულია გუნდის მთავარი მწვრთნელი. განცდილი მარცხის მიუხედავად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ევრო-2016 ზე და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მიმეღო. ნაკრებში მქონდა რთული პერიოდებიც, თუმცა აქ უამრავი ღირსეული ადამიანი გავიცანი, რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა დავამყარე. მაგრამ ახლა მოვიდა დრო, საკუთარი ადგილი ახალგაზრდებს თავუთმო, მათ ვინც გერმანიის ეროვნულ ნაკრებს შემდგომი წარმატებების მოპოვებაში დაეხმარება."

"ყოველთვის ვუგულშემატკივრებ ბუნდესნაკრებს, ისევე როგორც ამას აკეთებს თითოეული გერმანელი. ის სიყვარული, რომელიც ამ გუნდის მიმართ მაქვს, არასდროს განელდება. ახლა კი დროა მივცე შესაძლებლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით მხოლოდ ფეხბურთით საზრდოობენ. მთლიანად გუნდს და მთავარ მწვრთნელს მინდა ყოველივე საუკეთესო ვუსურვო! მათ მიერ გამართულ საერთაშორისო მატჩებს აუცილებლად მივადევნებ თვალს. დარწმუნებული ვარ, გერმანიის ეროვნული ნაკრები საკუთარი ასპარეზობით, კვლავ დაუბრუნებს ერთგულ ქომაგს სიამაყის გრძნობას."-წერს მარიო გომესი სოციალურ გვერდზე.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.