» » Goal : რებიჩი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

Goal : რებიჩი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

7-08-2018, 11:50 -ss- სიახლეები 2

Goal : რებიჩი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანკფურტის "აინტრახტის" ფეხბურთელმა ანტე რებიჩმა, საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში 24 წლის ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე, ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და მოვლენები შესაძლოა ნებისმიერი სცენარით განვითარდეს.


"რა თქმა უნდა, მოხარული ვარ როდესაც მესმის ან ვკითხულობ, თუ რამდენი მაღალი კლასის სპეციალისტი, ან გნებავთ კლუბი ინტერესდება ჩემით. სიმართლე გითხრათ, ეს დამსახურებულიცაა. მე შესანიშნავად ვიასპარეზე მსოფლიო ჩემპიონატზე. კიდევ უფრო უკეთესად გამოვიყურებოდი საკლუბო სეზონში - ფრანკფურტის "აინტრახტის" რიგებში. ვიცი რომ არსებობს კონკრეტული წინადადებები, მე კავშირზე ვარ ჩემს აგენტთან."

"ყველას შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს, ეს დავამტკიცე და ამით ბედნიერი ვარ. სატრანსფერო ფანჯრის დახურავმდე, დიდი დროა დარჩენილი. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს ჩემს მომავალთან დაკავშირებით, ამაზე საუბარი ნაადრევია, წინ კიდევ ერთი თვეა. როდესაც "ფიორენტინას" შემადგენლობაში ჩავირიცხე კალენდარზე 29 აგვისტო იყო აღნიშნული. ფრანკფურტის "აინტრახტის" რიგებში გადასვლისას კი 31 აგვისტო. მრავალი გარიგება ხორციელდება სატრანსფერო პერიოდის მიწურულს, როდესაც სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი მის დახურვამდე. ჩემი მომავალიც საბოლოოდ სწორედ მაშინ იქნება გარკვეული. მე ახლა "აინტრახტის" ფეხბურთელი ვარ და გუნდთან ერთად ვარჯიშს ვაგრძელებ."-ციტირებს Goal-ი ანტე რებიჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, არსებული ხელშეკრულების თანახმად, ანტე რებიჩმა ფრანკფურტის "აინტრახტის" რიგებში 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა იასპარეზოს. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.
1
0

kimmich (8 აგვისტო 2018 00:04)

არ გვინდა რა ეს რებიჩი dictor
0

-ss- (7 აგვისტო 2018 13:03)

მე მგონი თვის ბოლოს ამას დავიმატებთ, თან აშკარად ეტყობა რომ წასვლა უნდა :)
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.