ვიდალი: "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ვიდალი: "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია

ვიდალი: "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია

7-08-2018, 19:41 kimmich სიახლეები 3

ვიდალი:
აწ უკვე კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, არტურო ვიდალმა "კამპ ნოუზე" პრეზენტაციის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. არტუროს "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბად მიაჩნია და იქვე აღნიშნა, რომ "ბაიერნიდან" ესპანურ კლუბში გადასვლა, მის კარიერაში წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება.


"ჩემთვის აქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს, ვფიქრობ "ბაიერნიდან" კატალონიურ კლუბში გადასვლა, ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მე "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბად მიმაჩნია და მინდა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მათთან ერთად 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოვიპოვო".-აღნიშნა ჩილელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს კლუბში - "მეფე" არტურ !". ამ სიტყვებით მიესალმა კლუბი სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს, სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით.

შეგახსენებთ, არტურო ვიდალმა მიუნხენის "ბაიერნის" რიგები სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და ესპანურ გრანდს შეუერთდა. კატალონიელებს ვიდალის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდათ, თავად ფეხბურთელს კი 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ზემოხსენებული მოთამაშე, წლიური ანაზღაურების სახით, 9 მილიონ ევროს მიიღებს.
1
0

dachi8 (8 აგვისტო 2018 00:54)

ეს ახლა "ჩჟო ჟო იოჟიში" რომ გადასულიყო, იმაზეც ამას იტყოდა, მსოფლიოში საუკეთესო კლუბში გადავედიო xixi xixi
0

muller13 (8 აგვისტო 2018 00:23)

ოჰო. აათამაშა უკვე ამანაც?
0

-ss- (7 აგვისტო 2018 23:16)

ადრე მწყინდა ესეთი განცხადებები ეხლა მეცინება :)))
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.