sportbild: ბოატენგმა "იუნაიტედი" უარით გაისტუმრა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » sportbild: ბოატენგმა "იუნაიტედი" უარით გაისტუმრა

sportbild: ბოატენგმა "იუნაიტედი" უარით გაისტუმრა

8-08-2018, 09:58 -ss- სიახლეები / ჭორები 0

sportbild: ბოატენგმა
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა, მანჩესტერ "იუნაიტედის" შემოთავაზება უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას, გერმანული გამოცემა sportbild-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, ბრიტანული კლუბის თავკაცსა და 29 წლის ფეხბურეთელს შორის, ორიოდე დღის წინ სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მხარეები, ხსენებულ სატრანსფერო საკითხს განიხილავდნენ, თუმცა როგორც ირკვევა შეთანხმება ვერ შედგა.


"წითელი ეშმაკები" ჟერომ ბოატენგის ტრანსფერისათვის 25 მილიონ ევროს იხდიდნენ. ბავარიელები კი ორჯერ მეტ თანხას ითხოვდნენ - წერს გამოცემა. როგორც sportbild-ის ჟურნალისტი იუწყება, ამ მომენტისათვის ჟერომ ბოატენგი ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავს. იგი ან გადავა "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში ან კვლავ "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში განაგრძობს ასპარეზობას.

გამოცდილი ცენტრალური მცველი, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2011 წლიდან ირიცხება. "ბავარიასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადად კი 2021 წლის 30 ივნისი აქვს მითითებული. გამოცემა transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება - 45 მილიონ ევროს შეადგენს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.