კოვაჩი : ლევანდოვსკის ვესაუბრე » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კოვაჩი : ლევანდოვსკის ვესაუბრე

კოვაჩი : ლევანდოვსკის ვესაუბრე

8-08-2018, 18:37 -ss- სიახლეები 0

კოვაჩი : ლევანდოვსკის ვესაუბრე
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ მათ შორის გარკვეული კომუნიკაცია შედგა, სადაც მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს. 46 წლის სპეციალისტის განცხადებით, პოლონელი მოიერიშე "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში რჩება და ახალი საფეხბურთო სეზონისთვის, შესაბამის მზადებას გადის.

"დიახ სიმართლეა, გასულ კვირას მე ლევანდოვსკის ვესაუბრე. მან იცის თუ რას ვფიქრობ მის შესახებ. "ბავარიაში" ყველამ შესანიშნავად უწყის რობერტის საფეხბურთო შესაძლებლობები. უდაოდ იგი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფორვარდს შორისაა. ჩვენ მის გაყიდვას არ ვფიქრობთ, ეს მას ავუხსენი და იგი დამეთანხმა. მე ამით კმაყოფილი დავრჩი."-აღნიშნავს კოვაჩი

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, "ბავარიელთა" დამრიგებელი ასევე შეეხო ანტე რებიჩის შესაძლო ტრანსფერს მიუნხენელთა რიგებში და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა : "რაც შეეხება ანტე რებიჩს, იგი შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. მასთან ერთად "აინტრახტი" გასული ორი წლის განმავლობაში, გაცილებით ძლიერი გახდა. მაგრამ ამ მომენტისათვის მის შესაძლო ტარნსფერში, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ."-განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.