» » რობენი : ჩემი ამბიციები არსად გამქრალა

რობენი : ჩემი ამბიციები არსად გამქრალა

10-08-2018, 11:43 -ss- სიახლეები 0

რობენი : ჩემი ამბიციები არსად გამქრალა
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, 12 აგვისტოს გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუნდი მზად არის ხსენებული ორთაბრძოლისათვის. შეგახსენებთ, ამ დღეს მიუნხენური კლუბი, გერმანიის სუპერთასის ეგიდით, ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.


"ძალიან ბედნიერი ვარ, არც ერთი სავარჯიშო წუთი არ გამიცდენია. ეს ძალიან კარგია, ჩემი ამბიციები არსად გამქრალა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ასევე უნდა ვიმუშავოთ ტაქტიკაზე და პრიორიტეტების განსაზღვრაზე. მენტალიტეტი - ეს საკვანძო ცნებაა თანამედროვე ფეხბურთში. "ბავარიამ" გერმანიის თასის ფინალი წააგო, სწორედ ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს თამაში მოვიგოთ. თითოეული ტიტული მნიშვნელოვანია! "-აღნიშნავს გამოცდილი გარემარბი.

ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გარდა ზემოხსენებული საკითხისა, არიენ რობენი ასევე შეეხო ჟერომ ბოატენგის გარშემო მიმდინარე სატრანსფერო ციებ-ცხელებას და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა - "ჩემი აზრით ბოატენგი, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მასთან ერთად გუნდმა უამრავ წარმატებას მიაღწია. იმედს ვიტოვებ იგი "ბავარიაში" დარჩება, რადგანაც ჩვენი კლუბისათვის ჟერომი მნიშვნელოვანი მოთამაშეა."-ციტირებს გამოცემა Goal-ი არიენ რობენის სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.