მოკლე ინტერვიუ ქრისტიან ფალკთან » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მოკლე ინტერვიუ ქრისტიან ფალკთან

მოკლე ინტერვიუ ქრისტიან ფალკთან

10-08-2018, 14:58 dachi8 სიახლეები 4

მოკლე ინტერვიუ ქრისტიან ფალკთან
ქრისტიან ფალკს, რომელიც SPORTBILD-ის ჟურნალისტია და სპეციალიზირებულია „ბავარიაზე“ და გერმანიის ნაკრებზე, რამოდენიმე შეკითხვა დაუსვეს „რეკორდმაისტერის“ ამ და მომავალი სეზონის ტრანსფერებზე და გეგმებზე.





- ბ-ნო ქრისტიან, ამ თვის ბოლომდე გააკეთებს თუ არა რაიმე ტრანსფერს „ბავარია“?

ქრისტიან ფალკი: „კოვაჩმა მითხრა, რომ შემადგენლობა საკმაოდ დიდია. მხოლოდ მაშინ, თუ ბერნატი კლუბს დატოვებს, „ბავარია“ ამ პოზიციაზე დაიმატებს ფეხბურთელს.

- როგორ ფიქრობთ, ტიაგო დარჩება თუ წავა, იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალი“ მოდრიჩს გაყიდის და ალკანატრას შეძენას შეეცდება?

ქრისტიან ფალკი: „ტიაგო დაინტერესებულია მადრიდში გადასვლით. მას სურს ესპანეთში დაბრუნება. „ბავარიაც“ გაუშვებდა მას, თუ სარფიან წინადადებას მიიღებს“.

- როგორ ფიქრობთ, ეს ბოლო სეზონი იქნება „რობერისათვის“?

ქრისტიან ფალკი: „ამ წელს შიდა დისკუსიები მიმდინარეობდა იმის შესახებ, ღირდა თუ არა მათი კონტრაქტები გაეხანგრძლივებინათ. ეს ული ჰიონესის სურვილი გახლდათ მათ კონტრაქტები გახანგრძლივებოდა. ვფიქრობ, რომ ამ სეზონის ბოლოს კვლავ იქნება დისკუსიები. ორივე ფეხბურთელს კიდევ ერთი წელი სურთ. გადაწყვეტილება და საკითხიც ჯერ ღიადაა“.

- ვინ შეიძლება შეიძინონ ვინგერის პოზიციაზე თუ „რობერი“ წავა?

ქრისტიან ფალკი: კლუბი პულიშიჩს, ბეილს და მალკომს აკვირდებოდა. მალკომი ახლა ბარსელონაშია. ბეილს და პულიშიჩს კი ინგლისში გადასვლის სურვილი აქვთ. „ბავარიამ“ უკვე შეიძინა ალფონსო დევისი. გნაბრის და კომანის სახით კლუბს ასევე 2 ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს. შესაძლოა, ახალი ფეხბურთელები ვინგერის პოზიციაზე 2019-ში არ იყოს“.

- ბენჟამინ პავარს შეთანხმება აქვს „ბავარიასთან“ 2019 წლისთვის?

ქრისტიან ფალკი: „კლუბმა უკვე გააფორმა ეს შეთანხმება. მაგრამ წესდება ამის ოფიციალურად დადასტურების შესაძლებლობას არ აძლევს. პავარი, ეჭვგარეშე ითამაშებს „ბავარიაში“ 2019 წლის ზაფხულიდან“, - განაცხადა ქრისტიან ფალკმა.
1
0

muller13 (10 აგვისტო 2018 22:29)

პავარი მომწონსს. იმედია მართლა მოვა.
0

dachi8 (10 აგვისტო 2018 15:47)

-ss-,
kicha xixi საღოლ.
2

-ss- (10 აგვისტო 2018 15:33)

dachi8,
ამ ფოტოშიც მიეპარა უეჭველი ბოსებს, ვითომ ერთად არიან kicha
0

dachi8 (10 აგვისტო 2018 15:17)

ერთი ამან რა იცის რა და როგორ მოხდება 2019-ში. ეს იყო რომ იძახდა მარსიალს შეიძენს ბავარიაო what
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.