» » ხამესი "აინტრახტთან" მატჩს გამოტოვებს

ხამესი "აინტრახტთან" მატჩს გამოტოვებს

11-08-2018, 18:57 kimmich სიახლეები 0

ხამესი
ფრანკფურტის "აინტრახტთან" სუპერთასს, მიუნხენის "ბაიერნს" რამოდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. როგორც გერმანული გამოცემა "BILD"-ი იუწყება აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი. 27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ამხანაგურ შეხვედრაში "როტაჰ ეგერნთან" შეხვედრაში მიიღო. წყაროს ინფორმაციით ხამესს ტერფზე აქვს პრობლემები.

მიღებული დაზიანეის გამო ხამესი სუპერთასს გამოტოვებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნიკო კოვაჩმა კომენტარი გააკეთა: "მას პრობლემები აქვს ტერფზე, დაზიანება ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. ხამესი ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. ის თითქმის ჯანმრთელადაა. მის გარდა გუნდში კიდევ 21 ჯანმრთელი ფეხბურთელი გვყავს". - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოლუმბიელის გარდა "აინტრახტთან" მატჩს კორენტენ ტოლისოც გამოტოვებს. მსოფლიოს ჩემპიონი შვებულებიდან ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სერჟ გნაბრის თამაშის ამბავიც. 22 წლის ვინგერმა დაზიანება ასევე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.

სუპერთასის შეხვედრა რომელშიც ერთმანეთს "ბაიერნი" და "აინტრახტი" დაუპირისპირდებიან, 12 აგვისტოს 22:30 წუთზე აიღებს სტარტს და ნიკო კოვაჩს შანსი ეძლევა თავისი პირველი ტიტული გაიფორმოს "ბავარის" თავკაცის როლში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.