ტიტულს მოწყურებული "ბავარიელები" » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ტიტულს მოწყურებული "ბავარიელები"

ტიტულს მოწყურებული "ბავარიელები"

12-08-2018, 12:21 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ტიტულს მოწყურებული
დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის სუპერ თასის ეგიდით, ფრანკფურტის "აინტრახტს" შეერკინება. ექვსკვირიანი მომზადების შემდეგ, ჯერი მოქმედებებზე მიდგა. ბუნდესლიგის დაწყებამდე, ორი კვირით ადრე, მიუნხენური კლუბი თავისი პირველი ტიტულის გაფორმებას შეეცდება. "ბავარიელები" ზედიზედ მეშვიდედ ასპარეზობენ გერმანიის სუპერ თასისათვის გამართულ ბრძოლაში.


"რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია "აინტრახტის" დამარცხება. ჩვენთვის ეს არ არის ერთი რიგითი მატჩი. სუპერთასი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და სწორედ ასეთი განწყობით ვაპირებთ ასპარეზობას. ვფიქრობ მთლიანად სამწვრთნელო შტაბი, ისევე როგორც ფეხბურთელები მაქსიმალურად მოტივირებულები იქნებიან"- განაცხადა 'ბაიერნის" კაპიტანმა მანუელ ნოიერმა.

ნიკო და რობერტ კოვაჩისათვის კი ეს შეხვედრა წარსულში მოგზაურობას ჰგავს. სულ რაღაც 85 დღის წინ, ისინი ბარიკადების მეორე მხარეს იდგნენ. "ამ შეხვედრას სულმოუთმენლად ველი, ფრანკფურტში უამრავი მეგობარი მყავს. ამ ქალაქში ორი შესანიშნავი წელი გავატარე. მთლიანობაში კი ჩვენი მუშაობა დაფასდა იმით, რომ გერმანიის თასს დავეუფლეთ."აღნიშნა ბავარიელთა დამრიგებელმა და დაამატა ისიც რომ ახლა, მხოლოდ მიუნხენური კლუბის წარმატებაზე ფიქრობს. "მე კარგად ვიცნობ ამ გუნდს და ვაპირებ, მეტოქის სუსტი წერტილები, ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენო."


როტაცია შემადგენლობაში


"ამ შეხვედრაში განსაკუთრებული გადაადგილებებია, ვფიქრობ მთავარ მწვრთნელს მხოლოდ გამარჯვების წყურვილი ამოძრავებს. ეს გვსურს ჩვენც - ფეხბურთელებს. ყველანი დაგეშილები ვართ ტიტულებზე"- განაცხადა თომას მიულერმა. "თითოეული ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ასპარეზობს, მხოლოდ ტიტულების დაუფლება სურს. გერმანიის თასის ფინალში განცდილ მარცხს სამწუხაროდ ვერ გამოვასწორებთ, თუმცა შეგვიძლია სუპერთასზე ვიფიქროთ. ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება გვწადია"-ეს კი იოშუა კიმიხის სიტყვებია.

მოახლოებულ ორთაბრძოლაში, ნიკო კოვაჩი საკადრო პრობლემების წინაშე არ დგას. "ჩემს განკარგულებაში 19 ჯანმრთელი ფეხბურთელია, პლიუს ხამეს როდრიგესიც, რომელიც ამ მატჩისათვის სანახევროდ მზად არის. გარკვეულ როტაციასაც მივმართავთ. ჩვენს ზურგს , ექვსი ინტენსიური სავარჯიშო კვირა გვიმაგრებს."-აღნიშნა 46 წლის დამრიგებელმა.

რაც შეეხება ფრანკფურტის "აინტრახტში" არსებულ მდგომარეობას. კლუბის მთავარი მწვრთნელის პორტფელი ავსტრიელმა სპეციალისტმა, ადი ჰიუტერმა ჩაიბარა. გუნდი დატოვა რამდენიმე ლიდერმაც კერძოდ, გუკაშ გრადეცკიმ, კევინ-პრინს ბოატენგმა, ომარ მასკარელმა, და მარიუს ვოლფმა. ასე, რომ "აინტრახტი" განახლებული შემადგენლობით აპირებს ხსენებულ ორთაბრძოლაში მონაწილეობის მიღებას. "ჩვენ გერმანიის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთ."-განაცხადა პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ადი ჰიუტერმა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.