» » რაკიტიჩი "ბაიერნში" ?

რაკიტიჩი "ბაიერნში" ?

12-08-2018, 15:25 kimmich ტრანსფერები / ჭორები 1

რაკიტიჩი
პრესაში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი", ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველით, ივან რაკიტიჩით ინტერესდება. ესპანური სპორტული გაზეთი "Mundo Deportivo"-ს ინფორმაციით "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული რაკიტიჩის შეძენით.

მოგეხსენებათ გასულ კვირას გუნდი არტურო ვიდალმა დატოვა, ესპანურმა პრესამ კი დაწერა რომ "ბაიერნი" ჩილელი ნახევარმცველის ჩანაცვლებას ხსენებული ხორვატი ფეხბურთელით აპირებს. ივან რაკიტიჩისადმი ინტერესს "მონაკო" და "პარი სენ-ჟერმენიც" იჩენს. შეიძენს "ბაიერნი" 30 წლის ნახევარმცველს? გერმანული ავტორიტეტული გამოცემა "SPORT BILD" იუწყება, რომ მიუნხენური კლუბი არ აპირებს არტურო ვიდალის შემცვლელის მოყვანას და პირიქით, შეიძლება გუნდი კიდევ ერთმა ცენტრმა დატოვოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმინიგემ "ცნობილია რომ გუნდს ცენტრალურ ზონაში მოასპარეზე 9 ფეხბურთელი ყავს, მინდორზე კი სამი ან ოთხი მოთამაშე გავა. კონკურენცია ძალიან მაღალია. მე და ნიკო კოვაჩმა ვისაუბრეთ ამის შესახებ და გადავწყვიტეთ რომ გუნდიდან 1 ან 2 ცენტრალური ნახევარმცველი გაგვეშვა" - განაცხადა რუმენიგემ ტელეარხ "RTL NITRO "- ში საუბრისას

ივან რაკიტიჩი კატალონიის "ბარსელონას" რიგებში 2014 წლის 1 ივლისიდან ირიცხება. მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. გამოცემა transfermarkt-ის ინფორმაციით, ხსენებული ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება - 50 მილიონ ევროს უტოლდება.
0
0

lasha.xecu (15 აგვისტო 2018 19:29)

goood
bayern
trafaret მაგარია მარა არ გაყიდიან
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.