» » Goal : ეფენბერგი ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს

Goal : ეფენბერგი ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს

12-08-2018, 15:47 -ss- სიახლეები 0

Goal : ეფენბერგი ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ჟერომ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას დაფიქრება მართებს მანამ, სანამ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს. 50 წლის ვეტერანმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა "ბავარიელთა" უკანახაზელის მიმართ.


"ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა დათანხმდეს "ბაიერნი" ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას. ამისათვის რაიმე სპორტული მიზეზი, არ შეიძლება არსებობდეს. მიუხედვად ჟერომის ტრავმიანობისა, იგი კვლავინდებურად ბუნდესლიგაში მოასპარეზე ერთ-ერთ ყველაზე კარგ ცენტრალურ მცველად რჩება."

"თუკი ეს ფეხბურთელი ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა, მე მას ვეტყოდი რომ გადასულიყო "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, სადაც მას ექნება შესაძლებლობა უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირი მოიგოს. თუკი ფეხბურთელს წასვლა სურს იგი უნდა გაუშვა. რადგანაც მისმა იძულებითმა დარჩენამ შესაძლოა მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს."-განაცხადა ეფენბერგმა გამოცემა Goal-თან საუბრისას.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.