კომენტარები : აინტრახტი 0-5 ბაიერნი » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კომენტარები : აინტრახტი 0-5 ბაიერნი

კომენტარები : აინტრახტი 0-5 ბაიერნი

გუშინ, 10:43 -ss- სიახლეები 1

კომენტარები : აინტრახტი 0-5 ბაიერნი
კვირას, 12 აგვისტოს გერმანიის სუპერ თასის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართა ორთაბრძოლა და მეტოქე გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. "ბავარიელებმა" ახალ საფეხბურთო სეზონში საკუთარი პირველი ტიტული გაიფორმეს. გთავაზობთ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი -"კომპლიმენტები და მილოცვა ჩემს გუნდს! 90 წუთის განმავლობაში შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში შესაბამისი პოზიციების დაკავება და აქტიური შეტევების განხორციელება გვმართებდა, გოლებიც საჭირო დროს გავიტანეთ. შეხვედრის მეორე ნახევარში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, უდაოდ ჩვენ დავიმსახურეთ ეს შედეგი. სამწუხაროდ დავიდ ალაბამ ტრავმა მიიღო, ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია. მან დარტყმა მუხლის არეში განიცადა, იმედს ვიტოვებ სერიოზულ გართულებებს ადგილი არ ექნება."

მატს ჰუმელსი - "გასული საფეხბურთო სეზონის ბოლოს მიღებული იმედგაცრუების შემდეგ, ეს ტიტული განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. ჩვენ დიდი ძალები გავიღეთ, რადგანაც გვსურდა რომ ახალი სეზონი, წარმატებულად დაგვეწყო. პირველი ოფიციალური შეხვედრის მოგება და ტიტულის დაუფლება გვინდოდა. ახლა შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ."

ლეონ გორეცკა - "ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგი, ეს ლოგიკური ასახვაა იმ დომინანტური ფეხბურთის, რისი დემონსტრირებაც შევძელით. საჭირო დროს გოლების გატანა მოვახერხეთ და ღირსეულ გამარჯვებასაც მივაღწიეთ."

ადი ჰიუტერი (აინტრახტის მთავარი მწვრთნელი) -"ჩემი დებიუტი უსიამოვნო აღმოჩნდა, მსურს მივულოცo "ბავარიას" დამსახურებული გამარჯვება. ისინი პრაქტიკულად ყველა ასპექტში უკეთ გამოიყურებოდნენ. თუმცა იყო მომენტები, განსაკუთრებით შეხვედრის საწყის წუთებში, როდესაც უბურთოდ მშვენივრად გამოვიყურებოდით და კონტრიერიშების შედეგად მეტოქეს ვანერვიულებდით. პირველმა გაშვებულმა გოლმა ძალიან ცუდათ იმოქმედა, ხოლო მეორე გოლი კი უკვე გარდამტეხი აღმოჩნდა."

დანი და კოსტა (აინტრახტის მცველი)- "ამ შეხვედრაში ჩვენ დიდი გეგმები დავისახეთ. გვინდოდა აგრესიულად გვეთამაშა, ზუსტად ისე, როგორ ეს გერმანიის თასის ფინალში იყო. სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, ამას მეტ-ნაკლებად ვაკეთებდით კიდეც. ამის შემდეგ არ გვეყო გამბედაობა, საჭირო ზეწოლა განგვეხორციელებინა. "ბავარია" ცივსისხლიანად იყენებდა ჩვენს თითოეულ შეცდომას."
1
0

dachi8 (დღეს, 00:27)

კარგად ითამაშეს, მომეწონა. თუ აინტრახტის ფონზე გამოჩნდა, არვიცი kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.