» » Welt am Sonntag : კლოპი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

Welt am Sonntag : კლოპი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

13-08-2018, 11:43 -ss- სხვადასხვა 1

Welt am Sonntag : კლოპი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Welt am Sonntag-თან მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითვაზე, ხომ არ განიხილავს იგი ბუნდესნაკრების ხელმძღვანელის რანგში მუშაობის გაგრძელებას, 51 წლის სპეციალისტმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.


"თუკი ოდესმე იქნება შემოთავაზება, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ვიმუშაო და თუ ამავედროს თავისუფალიც ვიქნები, აუცილებლად განვიხილავ მსგავს წინადადებას. ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ამჟამად "ლივერპულის" წინაშე მაქვს აღებული ვალდებულებები და ვაპირებ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩემი საქმე ვაკეთო. ამას იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ რუსეთის ფედერაციაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიამ ცუდად იასპარეზა, მე უბრალოდ ახლა დაკავებული ვარ"-ციტირებს ხსენებული გამოცემა იურგენ კლოპის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ფედერაციაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სრული ფიასკო განიცადა და ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ მოახერხა. დაფიქსირებული რეზულტატის შემდეგ, დასავლურ პრესაში სულ უფრო აქტიურად განიხილავენ იოახიმ ლიოვის შემცვლელის საკითხს.
1
0

dachi8 (14 აგვისტო 2018 00:23)

რა დროს ნაკრებია, ბავარიაში უნდა მოვიდეს kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.