» » ტოლისო შვებულებიდან დაბრუნდა

ტოლისო შვებულებიდან დაბრუნდა

13-08-2018, 13:55 -ss- სიახლეები 0

ტოლისო შვებულებიდან დაბრუნდა
კორენტინ ტოლისოს სახეს ფართო ღიმილი, მკერდს კი ოქროს მედალი ამშვენებდა. კვირას 12 აგვისტოს, ბავარიელთა ფრანგი ლეგიონერი მიუნხენს, მსოფლიო ჩემპიონის რანგში, დაუბრუნდა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც წარმოვადგენ იმ გუნდს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს მეორე ვარსკვლავი შემატა. მიუნხენში დაბრუნებით გახარებული ვარ, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ახალ სეზონში, ჩემს კლუბთან ერთად წარმატებას მივაღწიო."-აღნიშნავდა "ბაიერნის" ნახევარმცველი ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

"რეკორდმაისტერის" სავარჯიშო კომპლექსზე დაბრუნებისთანავე, კოკომ თავისი პირველი ვარჯიში გამართა. მსუბუქი მოთელვის შემდეგ ტოლისომ ველობილიკს მიაშურა. ვარჯიშის დასასრულს კი ფრანგმა ნახევარმცველმა აჩქარებებზე იმუშავა.

"ტოლისომ ეს შვებულება სრულებით დაიმსახურა. მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან დიდი ძალების გაღებას მოითხოვს."-განაცხადა "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა - ნიკო კოვაჩმა. "ვეცდები რაც შეიძლება სწრაფად შევუერთდე გუნდის მიერ გამართულ ვარჯიშებს, რათა მალევე შევიდე შესაბამის საფეხბურთო კონდიციებში" - დასძინა მსოფლიო ჩემპიონმა.

ტოლისო შვებულებიდან დაბრუნდა

ტოლისო შვებულებიდან დაბრუნდა
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.