» » Abendzeitung : "ბაიერნის" სატრანსფერო კომბინაცია

Abendzeitung : "ბაიერნის" სატრანსფერო კომბინაცია

13-08-2018, 15:59 -ss- ჭორები 0

Abendzeitung :
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი ასპარეზობას "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში განაგრძობს. მსგავსი შინაარსის სტატიას აქვეყნებს გერმანული გამოცემა Abendzeitung-ი. წყაროს მტკიცებით, აღნიშნული გარიგების განხორციელებისათვის, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა, 50 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს.


ხსენებული სატრანსფერო თანხა მისაღებია პარიზელებისთვისაც, თუმცა ფინანსური ფეირ-პლეის წესების დაცვის შესაბამისად, მათ ჯერ რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებას. გამოცემა Abendzeitung-ის მტკიცებით, მიუნხენის "ბაიერნს" ერთგვარი სატრანსფერო კომბინაციის გათამაშება სურს.

თუ 29 წლის უკანახაზელი, მიუნხენური კლუბის რიგებს დატოვებს, "ბავარია" ბენჟამენ პავარის ტრანსფერეს დააჩქარებს - აღნიშნავს ხსენებული გამოცემა. 22 წლის ფეხბურთელის გაფორმება "რეკორდმაისტერს" 35 მილიონი ევრო დაუჯდება, ესეც იმ შემთხვევაში თუ პავარი "ალიანც არენის" ბინადრებს, 2019-2020 წლის საფეხბურთო სეზონში შეუერთდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ "ბავარიელებს" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ენდომებათ ახალგაზრდა მცველის აყვანა, მაშინ მათ დამატებით 10-15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.