» » რუდის შეძენით "შალკე" ინტერესდება

რუდის შეძენით "შალკე" ინტერესდება

15-08-2018, 19:04 kimmich ტრანსფერები / ჭორები 1

რუდის შეძენით
როგორც პრესაში დაიწერა, მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველით ადრე "ლაიფციგი" ინტერესდებოდა. ახლა კი პრესა სებასტიან რუდის "შალკეს" აკავშირებს. როგორც გერმანული ავტორიტეტული გამოცემა "sportbild"-ი იუწყება "S04"-ის მწვრთნელი დომინიკო ტედესკო რუდის მიუნხენის აეროპორტში შეხვდა.

უკვე დიდი ხანია რაც გერმანული კლუბები აქტიურად ცდილობენ 28 წლის საყრდენი ნახევარმცველის შეძენას. ზემოთ ხსენებული წყაროს ინფორმაციით, "შალკეს" მენეჯერი ქრისტიან ჰაიდელი მაისის დასაწყისში შეხვდა "ბავარიული" კლუბის უფროსობას და რუდის ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. "შალკეს" მწვრთნელმა ტედესკომ რუდის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: "ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ თვალ-ყურს სატრანსფერო ბაზარს, მიუხედავად იმისა არის თუ არა შევსებული ესა თუ ის პოზიცია. ჩვენ თუ დაგვჭირდება ამ პოზიციაზე გაძლიერება მაშინ შესაძლებელია მოლაპარაკებები დავიწყოთ. - განაცხადა "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა "kicker" - თან საუბრისას.

მიუნხენის "ბაიერნს" სებასტიან რუდი ორი წლის წინ შეუერთდა "ჰოფენჰაიმიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით. სებასტიანს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს "transfermarkt"- ის ინფორმაციით რუდის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.
2
0

dachi8 (16 აგვისტო 2018 01:23)

სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ რუდი ტედესკოს შეხვდა ac
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.