» » Bild: კოვაჩი წესებს ამკაცრებს

Bild: კოვაჩი წესებს ამკაცრებს

16-08-2018, 09:39 -ss- სიახლეები 0

Bild: კოვაჩი წესებს ამკაცრებს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი კლუბში არსებულ შიდა განაწესს ამკაცრებს. როგორც გერმანული საინფორმაციო გამოცემა Bild-ი იტყობინება, 46 წლის სპეციალისტის მიერ შემოტანილი ახალი რეგულაციების თანახმად, ფეხბურთელებს ბაზის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ.


ზემოხსენებული წესი არ ვრცელდება გასახდელებზე. რაც შეეხება სასაუზმე დარბაზსს, მასაჟის კაბინეტსა და ბაზის სხვა ადგილებს, აღნიშნული ცვლილების თანახმად, ფეხბურთელები ამიერიდან ტელეფონს ვეღარ გამოიყენებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად ბავარიელთა დამრიგებელმაც.

"გასახდელებში მობილური ტელეფონების გამოყენება ეს ნორმაა, მაგრამ როდესაც ერთად ვსადილობთ, ჩემი სურვილია ფეხბურთელებმა უფრო მეტად ისაუბრონ ერთმანეთთან და არ იყვნენ ტელეფონებს მიჯაჭვულები. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ დაველაპარაკები. მოთამაშეებს ეს წესი, ერთგვარ განტვირთვაშიც დაეხმარებათ."-ციტირებს გამოცემა Bild-ი ნიკო კოვაჩის სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.