» » Bild : კროოსი მესუთ ოზილის შესახებ საუბრობს

Bild : კროოსი მესუთ ოზილის შესახებ საუბრობს

16-08-2018, 10:10 -ss- სხვადასხვა 1

Bild : კროოსი მესუთ ოზილის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ტონი კროოსი, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, მესუთ ოზილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.


"მესუთ ოზილი დამსახურებულად იკავებდა საკუთარ ადგილს გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგებში, მე ამ ფეხბურთელთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და ვიცი, რომ იგი შესანიშნავი ადამიანია. ის თუ როგორ დაასრულა მან სანაკრებო კარიერა, ჩემი აზრით არასწორია. მისი წარმატებული თუ წარუმატებელი მოქმედება, სამწუხაროდ თავად მეტყველებს ამ ფაქტის შესახებ. ბოლო დროის მანძილზე იგი უფრო მეტ შეცდომას უშვებდა, ვიდრე სარგებელი მოჰქონდა. ვფიქრობ, მან გულის სიღრმეში კარგად იცის, რომ არც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში და არც ფედერაციაში რასიზმს ადგილი არ აქვს."-აცხადებს ექს-ბავარიელი.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე კვირის წინ, მესუთ ოზილმა საკუთარი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის მიზეზად კი, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან, მისი მისამართით განხორციელებული რასისტული დამოკიდებულება დაასახელა.
0
0

dachi8 (16 აგვისტო 2018 10:48)

ვააა, კროოსს უყივლა სისხლმა? რა საჭირო იყო ახლა ამის თქმა რა სარგებელი მოჰქონდა ბოლო წლებში, მაინც თავისი თანაგუნდელია.... მოღალატეა ტიპი ჩამოყალიბებული რა eshmaki
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.