» » კოვაჩი მატჩში საუკეთესო შემადგენლობის დაყენებას აპირებს

კოვაჩი მატჩში საუკეთესო შემადგენლობის დაყენებას აპირებს

17-08-2018, 23:55 dachi8 სიახლეები 1

კოვაჩი მატჩში საუკეთესო შემადგენლობის დაყენებას აპირებს
წინასამატჩო ვარჯიშზე მშვენიერი განწყობა სუფევდა. შაბათს (17:30 სთ) „ბავარია“ გერმანიის თასის ეგიდით პირველ მატჩს გამართავს „დროხტერზენის“ წინააღმდეგ. „ბავარიელები“ დიდი სიამოვნებით ვარჯიშობდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ და პერიოდულად ლამაზ გოლებს აღნიშნავდნენ.

უკან უკვე მოტოვებულია გრძელი და დაძაბული წინასასეზონო მომზადება, ამიტომ გუნდში ყველა ორმაგად გახარებულია ახალი სეზონის დაწყების გამო. გერმანიის თასის ფინალში მარცხის შემდეგ 91 დღე გავიდა და რეკორდმაისტერი ნანატრი თასისაკენ კვლავ იწყებს თავის გზას. შაბათს მიუნხენელებს პირველი წინაღობის გადალახვა მოუწევთ „დროხტერზენის“ სახით, რომელიც მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს. კოვაჩი თავის შეგირდებს მოუწოდებს მატჩს მთელი სერიოზულობით მიუდგნენ, რათა თავიდან მოულოდელი სიურპრიზები აიცილონ.

„ჩვენ გავაანალიზეთ მოწინააღმდეგე, კარგად მოვემზადეთ და ბიჭებს საჭიროებისამებრ მივაწოდებთ ინსტრუქციას. მეტოქეს ხშირად სტანდარტულებიდან გააქვს გოლები, ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად კომპაქტურად ითამაშონ და ფსონს გრძელ გადაცემებზე გააკეთებენ“, - განაცხადა კოვაჩმა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე და ხაზი გაუსვა: „ჩვენ აშკარა ფავორიტები ვართ და შესაბამისად უნდა ვითამაშოთ“.


ალაბა და გნაბრი არ ითამაშებენ

კოვაჩს, პირველივე მატჩში სურს დაანახოს, რომ მისი გუნდის მიზანი - ბერლინია. „ფინალი მთავარი მოტივაციაა. ჩვენ კვლავ გვსურს ფინალში გასვლა. ამას დამატებული თვითონ თასი ძალიან ლამაზია და კვლავ მისი ხელში დაჭერის დიდი სურვილი მაქვს“,- იძახის კოვაჩი. ამიტომ ყოფილი ნახევარმცველი „დროხტერზენთან“ საუკეთესო შემადგენლობით თამაშს აპირებს.

ტრავმების გამო სერჟ გნაბრი და დავიდ ალაბა ვერ ითამაშებენ. ხუან ბერნატისა და ხამეს როდრიგესის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა - ორივეს ტერფის პრობლემები აქვთ. კორენტენ ტოლისო მზადაა მინდორზე გამოსასვლელად, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონს ჯერ არასაკმარისი სავარჯიშო პრაქტიკა აქვს გავლილი. „შესაძლოა მან რამოდენიმე სათამაშო წუთი მიიღოს“, - განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

„ასწლეულის მატჩში“ ნოიერი კარში დადგება

„წინა სეზონში მანუს დიდი შესვენება ჰქონდა, ამიტომ მისთვის თითოეული მატჩი სარგებლის მომტანია“, - ახსნა კოვაჩმა. თვითონ კაპიტანი სულმოუთმენლად ელოდება დაპირისპირებას. „საკმაოდ მოტივირებული ვარ. მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ჯანმრთელად ვარ და კვლავ შემიძლია თამაში. ამ რეგიონში მე ჯერ არ ვარ ნამყოფი და სულმოუთმენლად ველოდები მატჩს“, - აცხადებს ბავარიელთა კაპიტანი.

მასპინძლების შემადგენლობაშიც მატჩს სულმოუთმენლად ელიან. „ჩვენთვის ეს ასწლეულის მატჩია“, - განაცხადა რიგო გოოსენმა, „დროხტერზენის“ პრეზიდენტმა. კლუბში ყველა მზადაა ბოლო ძალები გაიღონ და გააკვირვონ დამსწრე საზოგადოება.
1
0

-ss- (18 აგვისტო 2018 11:32)

მთავარია ტრავმების გარეშე ჩაიაროს ყველაფერმა bayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.