» » ბავარია გერმანიის თასის მე-2 რაუნდში გავიდა

ბავარია გერმანიის თასის მე-2 რაუნდში გავიდა

18-08-2018, 22:16 dachi8 მიმოხილვა 0

ბავარია გერმანიის თასის მე-2 რაუნდში გავიდა
“ბავარია“ გერმანიის თასის მე-2 რაუნდში გავიდა. შაბათს გერმანიის რეკორდმაისტერმა სტუმრად „დროხტერზენ/ასეელი“ 1:0 (0:0) ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც მატჩის მიწურულს გამოიჩინა თავი (82). თასის მე-2 რაუნდი 30-31 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო კენჭისყრა 26 აგვისტოს შედგება.

„ბავარიელებმა“ პირველივე წუთებიდან ბურთზე კონტროლი მოიპოვეს, მოედნის მასპინძლები თავის ნახევარზე განლაგდნენ და მიუნხენელებს 5-4-1 სისტემით ეთამაშებოდნენ. მე-4 წუთზე თომას მიულერმა პირველი დარტყმა განახორციელა მეტოქის კარისკენ, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა. მთლიანობაში მიუნხენელები მარცხენა ფლანგით უფრო მეტად უტევდნენ, სადაც დიდ თავისუფალ სივრცეს ფლობდა რიბერი. თუმცა, მასპინძლები კარგად იცავდნენ თავს. ბავარიასთვის ადვილი არ იყო, მათ საჯარიმოში შეღწევა, რადგან მასპინძლები დადგენილ გეგმას მიყვებოდნენ, პრესინგი შეწყვილებული პერსონალურ მეურვეობასთან.

ამგვარად, მიუნხენელებისათვის რთული გამოდგა მეტოქის დაცვაში შეცდომების პოვნა. აღსანიშნავია, რომ რობერტ ლევანდოვსკის ღრმად ნახევარდაცვაში უწევდა ჩასვლა, იმისათვის, რომ ბურთი მიეღო, რადგან საჯარიმოებთან თავდამსხმელს მეურვეობას უწევდნენ.


ამგვარ თამაშში, დიდი სარგებელი შეიძლება სტანდარტულებს მოეტანა. 27-ე წუთზე რეკორდმაისტერმა თითქმის გახსნა ანგარიში: კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ მარტინესმა 6 მეტრიდან თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი დაიბლოკა კარის ხაზთან. მიულერმა კვლავ ჩააწოდა - ჰუმელსმა თავით განახორციელა დარტყმა, მაგრამ ააცილა. მასპინძლები მხოლოდ დაცვით არ შემოიფარგლებოდნენ და პერიოდულად წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ამგვარად, 33-ე წუთზე ნოიმანი ნოიერთან 1/1-ზე აღმოჩნდა, მაგრამ „ბაიერნის“ კაპიტანმა დარტყმა ფეხით მოიგერია. ტაიმის მიწურულს რობენს 2 კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჰოლანდიელს სიზუსტე ცოტათი დააკლდა.

შესვენების შემდეგ მიუნხენელებმა ტემპს მოუმატეს და 82-ე წუთზე საბოლოოდ როგორც იქნა ბურთი მეტოქის კარში აღმოჩნდა. ლეონ გორეცკას ჩაწოდების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა.
თამაშის მიწურულს ნიკო კოვაჩმა მოედანზე კორენტენ ტოლისო შემოიყვანა, რომლისთვისაც ეს მატჩი 1-ლი აღმოჩნდა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.