» » კოვაჩი : დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

კოვაჩი : დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

19-08-2018, 09:56 -ss- სიახლეები 0

კოვაჩი : დაველოდოთ მოვლენების განვითარებას
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, გერმანიის თასის ეგიდით გამართული პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების პირისპირ წარსდგა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა კი "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, ჟერომ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერს უკავშირდებოდა. 46 წლის სპეციალისტის განცხადებით იგი აკვირდება მიმდინარე პროცესებს, თუმცა ფიქრობს რომ ბოატენგი მომავალ სეზონშიც, მიუნხენური კლუბის ღირსებას დაიცავს.

"დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვფიქრობ, რომ არც არაფერი არ მოხდება. მოხარული ვარ, რომ ბოატენგმა დღევანდელ მატჩში იასპარეზა და თან საკმაოდ წარმატებულადაც."-ციტირებს გამოცემა Goal-ი ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მიუნხენური გრანდი გერმანიის თასის მე-2 რაუნდში გავიდა. შაბათს "რეკორდმაისტერმა" სტუმრად საფეხბურთო კლუბი „დროხტერზენი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 (0:0) დაამარცხა. მატჩის 82-ე წუთზე თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.