» » ბაიერნი მეგა-ტრანსფერებისთვის თანხას აგროვებს

ბაიერნი მეგა-ტრანსფერებისთვის თანხას აგროვებს

19-08-2018, 14:18 dachi8 სიახლეები 0

ბაიერნი მეგა-ტრანსფერებისთვის თანხას აგროვებს
„ბავარიის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი Sky Sport-ის პირდაპირ ეთერში იორგ ვონტორას რეკორდმაისტერის მომავალ გეგმებზე და ტრანსფერებზე ესაუბრება. როგორც საუბარში იძახის 66 წლის გერმანელი ფუნქციონერი მიმდინარე სეზონში ხმაურიან ტრანსფერებს გამორიცხავს, მაგრამ სურვილი აქვს მეტი გაიღოს 2019 წლის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

„ჩვენ ამჟამად თანხას ვაგროვებთ, რომ მომდევნო სეზონში დიდი ტრანსფერები განვახორციელოთ“, - იძახის „ბავარიის“ პრეზიდენტი. მომავალ წელს ასევე კოლუმბიელი ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის იჯარა იწურება და რეკორდმაისტერი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს, ამისათვის გერმანულ კლუბს, „რეალისათვის“ 42 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ჰიონესი აგრძელებს: „ხშირად ისინი არ იგებენ, ვინც ბევრს ხარჯავს“.

პრეზიდენტმა ასევე ტოპ-ვარსკვლავების გუნდიდან წასვლას დაადო ვეტო.
ჰიონესი ყვება, რომ ლევანდოვსკის ტრანსფერში მათ შეეძლოთ 150 მილიონ ევრომდე გამოემუშავებინათ, მაგრამ გადაწყვიტეს ამის წინააღმდეგი წასულიყვნენ.

„ჩვენ არ გვყავს სხვა ფორვარდი სანდრო ვაგნერის გარდა და უპირველეს ყოვლისა, არავინ არ გვყავს, ვისაც შეუძლია სეზონში 30 გოლის გატანა“ - ახსნა ჰიონესმა.

ნიკო კოვაჩის ახალ მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე: „ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ რომ კოვაჩი ჩვენი მწვრთნელია. მას შეუძლია ფეხბურთელებთან თანასწორად საუბარი“.

შეუძლია კი ნიკო კოვაჩს ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, მაგალითად როგორიც რიბერი და რობენია?

ჰიონესი: „ეს კითხვა 1 წლის შემდეგ გამიმეორეთ“.


ვონტორა ახსენებს, რომ კოვაჩი მათი თავდაპირველი არჩევანი არ ყოფილა.

ჰიონესი: „კი ეს სიმართლეა, ჰაინკესი იყო ჩვენი მიზანი. იუპის უარის შემდეგ და ტომას ტუხელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩვენ ნიკო კოვაჩზე გავაკეთეთ ფოკუსირება. ტუხელმა გვითხრა, რომ კონკრეტული შეთავაზების არ ქონის გამო ის პარიზში გაემგზავრებოდა. ჩვენ არასოდეს არ გვქონია მასთან მოლაპარაკებები“ - იძახის ბავარიის პრეზიდენტი.

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..